კატეგორია: სამართალი

გორში 80 წლის ქალი 53 წლის ქალმა მოკლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში 80 წელს გადაცილებული ქალი მოკლეს. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, მოხუცს შეშის ნაჭერი თანასოფლელმა, 50 წელს გადაცილებულმა ქალმა ჩაარტყა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. შემთხვევა ახალი წლის ღამეს მოხდა. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა, 53 წლის ასაკის ქალი, დაზარალებული ოჯახის სიახლოვეს, მარტო ცხოვრობს.

სუს-მა თემირლან მაჩალიკაშვილისა და ჩატაევის დაჯგუფების წევრთა კავშირის ამსახველი ვიდეო გაავრცელა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე ვიდეომასალას ასაჯაროებს. როგორც უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ვიდეოკადრებით ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. კერძოდ, კადრების მიხედვით, ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან. – ოპერატიულ-საგამოძიებო […]

გარიგებული მატჩების საქმეში ბრალდებულ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია უტარდება

კალათბურთში გარიგებული მატჩების საქმე – დაკავებული თემურ დათიკაშვილი გულის შეტევით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, დათიკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გასულ ღამეს მოათავსეს. ასევე, ცნობილია, რომ დათიკაშვილს ოპერაცია უტარდება. – ოჯახის წევრებს გუშინ დაურეკეს ციხიდან და შეატყობინეს, რომ თემურ დათიკაშვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ციხის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ სასწრაფოდ გადმოეყვანათ ღუდუშაურის კლინიკაში. ჩვენ საკმაოდ […]

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს – ბრალდებული მიიმალა

თბილისში, ბერძნის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც “ნიუპოსტს” თვიოთმხილველებმა უთხრეს, გვიან ღამით შვიდამდე გასროლის ხმა გაიგეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს სამართალდამცველებს ბრალდებული ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. ნიუპოსტი

ხორავაზე ჩხუბის დროს კიდევ 2 ბიჭი იყო დაჭრილი – რას მალავს გამოძიება

2 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის დროს კიდევ 2 მოზარდი იყო დაჭრილი. ,,კურიერის” ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი ექიმის დახმარება დაჭირდა. ხოლო რაც შეეხება მეორე დაჭრილს, ის მსუბუქად იყო დაშავებული. დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატების თქმით, საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს და ისინი კომპლექსური ექსპერტიზას მოითხოვენ თუ რამდენი არასრულწლოვანი მონაწილეობდა საქმეში. მათივე განცხადებით, არასრულწლოვნების საქმის […]

გამომძიებლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის სახლი დატოვეს

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის ადგილი კრიმინალისტებმა და საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლებმა დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელი სახლი დატოვეს. სპეციალისტები თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახს თითქმის 2 საათის განმავლობაში ათვალიერებდნენ. ექსპერტებმა ხელახლა აიღეს სპეცოპერაციისას არსებული ნიმუშები, რომელიც, შემდგომში, საგამოძიებო მასალებს დაერთვება. ნიუპოსტი

თემირლან მაჩალიკაშვილს უცხოეთში გადაიყვანენ

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, კონსილიუმმა თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატის განცხადებით, 19 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ტრანსპორტირება დასაშვებია. ადვოკატის განცხადებით, მაჩალიკაშვილის გადაყვანას ოჯახი ითხოვს. რომელ ქვეყანაში გადაიყვანენ მაჩალიკაშვილს, უცნობია. ნიუპოსტი

ირაკლი ქადაგიშვილი – ”ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ჩატაევსა და მის დაჯგუფებასთან კავშირი ცალსახად იკვეთებოდა”

სპეცოპერაციის მიზანი იყო ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავება, რომელთა ჩატაევთან და მის დაჯგუფებასთან კავშირიც ცალსახად იკვეთებოდა, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს პანკისის ხეობის უხუცესებსა და ადგილობრივებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ერთსაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ, რომელზეც საუბარი ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე იყო, კომენტარი უხუცესებს არ გაუკეთებიათ. მედიასთან კომენტარი გააკეთა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა. – ეს […]

მაჩალიკაშვილების სახლში დუისში პროკურატურის გამომძიებლები მუშაობენ

საგამოძიებო ჯგუფი პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში იმყოფება. თბილისიდან ჩასული პროკურატურის გამომძიებლები მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ. ექსპერტები შემთხვევის ადგილს კიდევ ერთხელ დაათვალიერებენ და ოჯახის წევრებს ადგილზე გამოკითხავენ. თავის მხრივ, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ჩართვას გეგმავს მაჩალიკაშვილის ოჯახი. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. ექიმების კონსილიუმზე ითქვა, […]

შალვა რამიშვილი თათია სამხარაძეს სექსუალური შევიწროვებისთვის 2.000 ლარს გადაუხდის

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით შალვა რამიშვილის წინააღმდეგ თათია სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა. შალვა რამიშვილს თათია სამხარაძისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. მას 2 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. სასამართლოს დღევანდელ სხდომას არც შალვა რამიშვილი და არც მისი ადვოკატი არ დასწრებიან. საქმის დასაბუთება სამხარაძეს და მის ადვოკატებს ერთი თვის ვადაში ჩაბარდებათ. იურიდიულ დახმარებას სამხარაძეს კავშირი “საფარი” […]