სუს-ი ადასტურებს თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში მცხოვრები 2 პირი, ორი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა..
– ჩვენ წინა ბრიფინგზეც აღვნიშნეთ, რომ ერთ- ერთი პირი ყალბი პასპორტებით 2010-2012 წლებში საქართველოში იმყოფებოდა. საუბარია ლიკვიდირებულ პირზე, – განაცხადა ბრიფინგზე ნინო გიორგობიანმა.

