„გადაადგილება და ტელეფონის შეძენა არაა მტკიცებულება“ – პანკისელი უხუცესი ხასო ხანგოშვილი მაჩალიკაშვილისა და ჩატაევის ჯგუფის წევრების ნაცნობობას არ გამორიცხავს

„გადაადგილება და ტელეფონის შეძენა არაა მტკიცებულება“ - პანკისელი უხუცესი ხასო ხანგოშვილი მაჩალიკაშვილისა და ჩატაევის ჯგუფის წევრების ნაცნობობას არ გამორიცხავსპანკისის ხეობის უხუცესი ხასო ხანგოშვილი „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ შოაიფ ბორზიევსა და ასლანბეგ სოლტახმადოვთან ნაცნობობა თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირს არ ადასტურებს.

– ამ პატარა დეტალით ამ კავშირის გამოკვეთა შეუძლებელია, ნაცნობობა შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ უბრალო გადაადგილება და ტელეფონის შეძენა არ არის მტკიცებულება. იმ პიროვნებებს (შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი) არ ვიცნობ, მაგრამ მათი იდენთიფიცირება რთული არ არის. ალბათ, იციან კიდეც, რომ ისინი არიან, ვინც დაიღუპა. ნაცნობობა არ ნიშნავს ერთად მოქმედებას და შეთანხმებულ ქმედებას, – აღნიშნა ხანგოშვილმა.

უხუცესმა ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე გავრცელებული ვიდეომასალა სწორედ ის მტკიცებულებაა, რომელიც სუს-ის მაღალჩინოსნებმა პანკისის ხეობის უხუცესებს წარუდგინეს.

მისივე თქმით, ვიდეო მტკიცებულებაში ხმა არც მაშინ ისმოდა.