კატეგორია: სამართალი

“ჯერ მოკლა, შემდეგ კი მტკვარში გადააგდო” – შსს-მ 19 წლის ბიჭის მკვლელობისთვის 6 პირი დააკავა

თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია. შინაგან სამეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ამასთან, დაკავებულია 5 პირი, რომლებიც შს მინისტრის მოადგილის თქმით, 29 დეკემბერს მომხდარი მკვლელობას თვითმხილველები არიან, თუმცა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დამალეს და გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა უმოკლეს ვადაში გახსნა. დანაშაულის გახსნა […]

გურჯაანში 24 წლის კაცს ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებ 24 წლის გიორგი დარჩიაშვილს ეძებენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, კაცი სახლიდან ერთი თვის წინ გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ. მათივე ცნობით, ბოლო დროს ის მარტყოფის მამათა მონასტერში იმყოფებოდა. სოფელ ვაზისუბნის გამგეობაში აცხადებენ, რომ შვილიშვილის დაკარგვის შესახებ და დახმარებისთვის მათ გიორგი დარჩიაშვილის ბებიამ მიმართა. მათივე განცხადებით, დარჩიაშვილს ფსიქიკური […]

დავით ტორიაშვილი სიკვდილამდე მაღაზიაში ნაცემი შევიდა და მეგობარს დაურეკა – მკვლელობის ახალი დეტალები

20 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა ეძებს, ორთაჭალაში მოკლული იპოვეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, ცხედარს ჭრილობა ყელზე აქვს და სხეულზე ძალადობის კვალიც აღენიშნება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. არსებული ინფორმაციით, 1998 წელს დაბადებულ დავით ტორიაშვილს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. ის […]

თბილისში 25 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

თბილისში, მტკვრის სანაპიროსთან 25 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარს ყელზე დაზიანებები აქვს, უწყება მის მკვლელობის ვერსიაზე მუშობს. შსს-ს ცნობით, მას ოჯახი ეძებდა, რადგან კვირაზე მეტხანს არ გამოჩენილა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

,,ჩვენთვის უცნობი ბადრაგირება სასამართლოში და არა ექსპერტიზაზე, არ ვიცით რასთან გვაქვს საქმე“

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის ადვოკატის შუამდგომლობა, დღევანდელი პროცესის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.როგორც მისი ადვოკატი ნონა ფილაური აცხადებს, სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ დამატებითი ექსპერტიზა ჩატარებულიყო და პროცესი გადადებულიყო, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რაც დაცვის მხარისთვის გაუგებარია. – მოგეხსენებათ, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით დამატებითი ექსპერტიზებია ჩასატარებელი. ეს ექსპერტიზები დანიშნულია, გაფორმებულია […]

პაატა ბურჭულაძის დაკითხვა გადაიდო

პაატა ბურჭულაძის დაკითხვა, რომელიც იანვარში იყო დაგეგმილი, გადაიდო. ბურჭულაძე საქართველოში დროებით აღარ ჩამოვა. ადვოკატის ინფორმაციით, ბურჭულაძე სასამართლო წესით, სავარაუდოდ, თებერვლის შუა რიცხვებში დაიკითხება. ადვოკატის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე მზად არის ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს. საქმე ეხება საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ირგვლივ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც ქველმოქმედებით მიღებული რამდენიმე მილიონის მითვისებას ეხება. ნიუპოსტი

თურქეთში ბათუმი-სტამბოლის ავტობუსის მგზავრი დააკავეს

თურქული მედიის ცნობით ქალაქ სამსუნში ბათუმი-სტამბოლის ავტობუსის მგზავრი, საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც კონტრაბანდული საქონელი გადაჰქონდა, მათ შორის იყო 200 შეკვრა კონტრაბანდული სიგარეტი, 23 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი, da 14 კვადრატული მეტრი სპარსული ხალიჩა. დაკავებული საქართველოს მოქალაქე სამსუნის პოლიციის სამმართველოს კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის განყოფილებაშია გადაყვანილი. ნიუპოსტი

ჩხოროწყუში კაცმა შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში კაცმა შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის დავით გოგუას ინფორმაციით, კაცს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. მისივე თქმით, დაჭრილი ზუგდიდის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება სს კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მარიამ კუბლაშვილი – ”თემირლან მაჩალიკაშვილის დის ინფორმაციას სპეცრაზმელების დავის შესახებ ჯერ ვერ დავადასტურებ”

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დეტალები, რომლის თანახმად, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისმა ქალიშვილმა გაიგონა, თუ როგორ დავობდნენ ერთმანეთში სპეცრაზმის წარმომადგენლები გასროლის შემდეგ. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თაობაზე მას ოფიციალური ინფორმაცია არ გააჩნია. მარიამ კუბლაშვილის განმარტებით, ამ საკითხზე მას თემირლან მაჩალიკაშვილის დასთან ჯერ არ უსაუბრია. […]

11 წლის მარიამ გობრონიძე მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა იგი მანქანამ გაიტანა და მოკლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდელი 11 წლის მარიამ გობრონიძე გუშინ თბილისი-ხაშურის ავტომაგისტრალზე (კასპის მონაკვეთი) მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის მიზეზი მძღოლის დაუდევრობა გახდა, თვითმხილველთა თქმით, ბავშვი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა (კასპში მარიამის დედას საკუთარი სახლი აქვს), როცა მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი ქვეითად მოსიარულე ბავშვს. გარდაცვლილი მარიამ გობრონიძე ოზურგეთის 2006-10 წლების მოწვევის საკრებულოს […]