ფრანგმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის ლონჟედუას დასახლებაში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში საქართველოს მეორე მოქალაქის დაჭრაშია ეჭვმიტანილი. წინასწარი ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცები ერთმანეთს დაუპირისპირნენ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ცივი იარაღი გამოიყენა. 33 წლის დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინციდენტის შემდეგ ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მისი ძებნა მთელი ღამის განმავლობაში, […]
კატეგორია: სამართალი
ვანო მერაბიშვილს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხზე #9 პენიტენციური დაწესებულების უფროსს ზაზა ჯამატაშვილს პასუხობს. როგორც ოფიციალურ მიმართვაშია აღნიშნული, ვანო მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. „თქვენი შუამდგომლობის საფუძველზე გაცნობებთ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიერ 2017 წლის 25 დეკემბერს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე […]
რუსლან ალდამოვს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს
სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსლან ალდამოვის უფლებებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს, თუმცა როგორც ადვოკატმა განმარტა, საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია და შესაბამისად გამოკვეთილი პოზიცია არ აქვს, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით წაუყენეს ბრალი დაკავებულს. კუბლაშვილი უკვე შეხვდა მისი დაცვისქვეშ მყოფს და როგორც ადვოკატი ამბობს, ალდამოვი არის დაბნეული და ვერ აკეთებს ვერანაირ კომენტარს. ხვალ სასამართლოში რუსლან ალდამოვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება. […]
ადვოკატი დალი ბარბაქაძე – ”ბადურ ჩოფანაშვილი კატეგორიულად უარყოფს ჩატაევთან ნაცნობობას”
გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილის ადვოკატს ბრალდების მხარე იმ მტკიცებულებებს გადასცემს, რომლის წარდგენაც სასამართლოშია დაგეგმილი. დალი ბარბაქაძე დღესვე დაკავებულს შეხვდება. როგორც მოდულის შენობაში შესვლამდე ადვოკატმა აღნიშნა, ბადურ ჩოფანაშვილი აჰმედ ჩატაევთან ნაცნობობას კატეგორიულად უარყოფს. – გამომძიებელი დამიკავშირდა. დღეს სავარაუდოდ მას ბრალს წაუყენებენ, ასევე გადმომცემენ იმ შესაძლო მტკიცებულებებს, რომლის წარდგენსაც აპირებენ სასამართლოში. გავეცნობით საქმის მასალებს, […]
დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა: სტრასბურგამდე მივალ და სიმართლეს დავადგენ, რომ ჩემი უდანაშაულო შვილი გაიმეტეს
პანკისის ხეობაში აქცია დასრულდა. მანამდე სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. – სირცხვილია ხელისუფლების მხრიდან, ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის, მძინარეს ესროლეს და ახლა კიდევ ამბობენ ტერორისტიაო. როგორ ამბობენ, რომ წინააღმდეგობა გაუწია, როცა ბავშვი საწოლიდან წამომჯდარიც არ არის, ისე აქვს ნასროლი. ხელისუფლება თვითონ ქმნის ტერორისტებს, მე ახლა ქვეყანაც მძულს, ჩემი თავიც და ყველა. […]
ქუთაისში მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე კორპუსის მშენებლობაზე ორი მუშა გარდაიცვალა. შემთხვევის შესახებ, დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ნატა მაჩალიკაშვილი – “გამოძიებას ვუთხარი, რომ ჩემი ძმა თემირლანი ისლამური სახელმწიფოს წევრი არ არის”
სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის და პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ imedinews-თან პირველ კომენტარს აკეთებს. ნატა მაჩალიკაშვილის თქმით, გამომძიებლებმა მას ჰკითხეს იყო თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილი “ისლამური სახელმწიფოს” წევრი. “მეკითხებოდნენ ჩემი ძმა სად იყო სწორედ იმ ღამეს, როცა ხეობაში სპეცოპერაცია დაიწყო. ვუპასუხე, რომ ის სოფელში, სახლში მეგობრებთან ერთად იყო. კიდევ მკითხეს “ისლამური სახელმწიფოს” რომელიმე დაჯგუფების წევრი ხომ არ იყო […]
თურქეთში ქართველი ცოლ-ქმარი დააკავეს – ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით
თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ტრაბზონის პროვინციაში საქართველოს ორი მოქალაქე, ცოლ-ქმარი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ. დაკავებულების საცხოვრებლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ისლამური სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია ამოიღეს. ნიუპოსტი
დააკავეს ქურდობის ფაქტებზე 27-ჯერ მხილებული არასრულწლოვანი ს.ს. – მას ვაჟა-ფშაველაზე მაღაზიის გაქურდვა ბრალდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ქურდობის ფაქტებზე 27-ჯერ მხილებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2003 წელს დაბადებული ს.ს. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, […]
სპეცრაზმმა თელავი გამთენიისას დატოვა
გუშინ ღამით, თელავის სპორტსკოლის ტერიტორიაზე განლაგებულმა სპეცრაზმმა ქალაქი გამთენიისას დატოვა. 50-ზე მეტი შეიარაღებული სპეცრაზმელი ალაზნის გამზირის მიმდებარედ იყო დისლოცირებული. რა მიზანს ისახავდა სპეცრაზმის თელავში მობილიზება, ამასთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების მხრიდან ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.










