„კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის“ ხელმძღვანელი პანკის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგების გასაჯაროებასა და ერთ-ერთ ოჯახში აღმოჩენილი იარაღის შესახებ ინფორმაციის დადასტურებას ითხოვს. მისი თქმით, სუსი-ს მიერ დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არც იცნობს. – არაფერი ვიცი იმ ადამიანებზე, რომელთა გვარებს სპეცოპერაციასთან კავშირში ასახელებენ. მათზე ახმედ ჩატაევის საქმესთან კავშირში არაფერი გამიგია, რიზვან ცეტიაშვილს კი, კარგად ვიცნობ. ეს […]
კატეგორია: სამართალი
სოფელ დუისში დღეს უხუცესთა საბჭო შეიკრიბება
პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათზე სოფელ დუისის კულტურის სახლთან უხუცესთა საბჭოს შეკრება გაიმართება. როგორც “ინტერპრესნიუსს” ორგანიზატორებმა განუცხადეს, ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სპეცოპერაციის დროს ახალგაზრდის დაჭრას და 5 ადგილობრივის დაკავების შესახებ განცხადებას გაავრცელებენ. მათი შეფასებით, ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს, რის გამოც ისინი შესაბამის უწყებებს სასწრაფო […]
თემირლან მაჩალიკაშვილის ოპერაცია დასრულდა – პაციენტი რეანიმაციაშია მოთავსებული
სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოპერაცია. მაჩალიკაშვილს თავის არეში შემავალი ჭრილობა აქვს. ოპერაცია თბილისიდან მოწვეულმა ნეიროქირურგებმა ჩაატარეს. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თემირლან მაჩალიკაშვილი რეანიმაციაშია მოთავსებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც […]
თელავის პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების გამოკითხვა მიმდინარეობს
ამ წუთებში თელავის რაიონულ პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც “ინტერპრესნიუსს” დაჭრილი ახალგაზრდის დედამ, მედიკო მარგოშვილმა განუცხადა, პროკურატურის წარმომადგენლები ხეობაში სპეცოპერაციის შესახებ კითხავენ. ამასთან, დუისის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება თემირლან მაჩალიკაშვილის და, ნატა მაჩალიკაშვილი. სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი – თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას […]
პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებული ბრალს არ აღიარებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატის ირაკლი ბენიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ აღიარებს ბრალდებას, რასთან დაკავშირებითაც ის არის აყვანილი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ბენიას თქმით, ის თავისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა, თუმცა მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს. – ოფიციალურად ბრალი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ არ აქვს […]
თელავში სპეცრაზმთან მერის მოადგილე გამოიძახეს
რუსთავი2-ის ინფორმაციით, თელავში სპორტსკოლასთან დიდი რაოდენობით სპეცრაზმელია მობილიზებული. ამ დრომდე უცნობია მათი ადგილზე მისვლის მიზანი. ისინი ამ წუთებში შენობაში შედიან. ადგილზე იმყოფება თელავის მერის მოადგილე ალექსანდრე საჩიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მას დაურეკეს და მისვლა სთხოვეს თუმცა, რასთან დაკავშირებით ტარდება სპეცოპერაცია, ამის დეტალებზე საჩიშვილი არ საუბრობს. წყარო rustavi2.ge
თელავში სპეცრაზმია მობილიზებული
ნინო ლომჯარია – ”თემირლან მაჩალიკაშვილზე სუსი და ოჯახი ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებენ”
სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრებს შეხვდნენ. ომბუდსმენი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს და ახლობლების ბრალდებებს დეტალურად შეისწავლის. – ჩვენი წარმომადგენელი უკვე ესაუბრა დაჭრილი ოჯახის წევრებს. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ოჯახის წევრების განცხადება და სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თუ რა ვითარებაში მოხდა დაჭრა პირის, ურთიერთგამომრიცხავია. აქედან […]
ვინ არის 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. 19 წლის ბიჭს ტყვია თავსა და მკლავში აქვს მოხვედრილი. ექიმების შეფასებით, მდგომარეობა მძიმეა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, “ახმეტის რაიონში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირი, თემირლან მაჩალიკაშვილი შეეცადა ხელყუმბარა მოქმედებაში მოეყვანა”. უწყების ცნობით, “დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა […]
პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება
პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს ამ წუთებში ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს ჩაუტარდა მოსამზადებელი პროცედურა და მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ დაიწყო ოპერაცია. მისივე ინფორმაციით, მაჩალიკაშვილს ქალა-ტვინის შემავალი ერთი ჭრილობა აქვს. სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, […]









