კატეგორია: სამართალი

რუსთავში გეოდეზიური სადგური გაქურდეს

რუსთავში მდებარე გეოდეზიური სადგური გაქურდეს. მონაცემების მიღება გვიან ღამით შეწყდა. ადგილზე მისულ თანამშრომლებს სადგური გაძარცვული დახვდათ. მათი თქმით, წაღებულია აპარატურის ნაწილი. აპარატურა გეოდეზიური და სეისმური კონტროლისთვის გამოიყენება და მისი მეშვეობით ხდება სეისმური საფრთხეების შეფასება. სეისმოლოგების თქმით, მოპარული დეტალები სამეცნიერო დანიშნულებისაა და მათი გამოყენება სხვა მიზნით შეუძლებელია. წინასწარი ინფორმაციით, ზარალი ორი ათას ლარამდეა. საქმეზე გამოძიება 177-ე […]

რუსთავში პოლიციელს თავში არმატურა ჩაარტყეს

რუსთავში პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხსნენ. არსებული ინფორმაციით, პოლიციელი ცხელ კვალზე ცდილობდა სავარაუდო დამნაშავის დაკავებას, როდესაც მას თავს დაესხნენ და თავში არმატურა ჩაარტყეს. ამის შესახებ1tv წერს. დაშავებული პოლიციელი სამკურნალოდ თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

ვაკეში კაფე “ანტრეს” გაქურდვისთვის არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვაკეში მდებარე კაფე “ანტრეს” გაქურდვისთვის არასრულწლოვანი, 2001 წელს დაბადებული დ.ყ. დააკავეს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.ყ.-მ მიმდინარე წლის 10 დეკემბერს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-მაღაზია „ანტრეში“, სალაროდან ფული მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე გამოავლინეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამიდან […]

რუსთაველზე მანქანა ავტობუსს შეასკდა – დაშავდა 1 ადამიანი, დაზიანდა 4 მანქანა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ 4 ავტომობილია დაზიანებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის […]

გურიაში ადიდებულ ღელეში შუახნის მამაკაცი ჩავარდა და დაიხრჩო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში მცხოვრები შუახნის მამაკაცი დილით მდინარეში სოფელში ჩამომავალ პატარა მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სახლისაკენ მიმავალი მამაკაცი კოკისპირული წვიმების შედეგად ადიდებულ ღელეში ჩავარდა და დაიხრჩო. გურიაში ორი დღე კოკისპირული წვიმები იყო, რის გამოც სოფლებში ჩამომავალი პატარა მდინარეები ადიდდა, ასევე რამდენიმე სოფელში დაიმეწყრა გზები და დაზიანდა მილხიდები. დაიტბორა რამდენიმე სახლი. როგორც “ნიუპოსტს” […]

აფეთქება ბათუმში – ”ამ ეტაპზე ღია ცეცხლი არ ფიქსირდება”

შსს-ის ინფორმაციით, ბათუმში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ–ის 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევას ითალისწინებს, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში “112”-დან 14:44 საათზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. […]

ბათუმში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა 

ბათუმში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ჯინჭარაძის ქუჩაზე მდებარე ოთხსართულიან საცხოვრებელ სახლში წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაზიანებულია კორპუსის მეორე სართული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ვაკეში კაფე ბარი “ანტრე” გაქურდეს

ვაკეში მდებარე კაფე ბარი ანტრეგაქურდეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია ფული და ტექნიკა. ადგილობრივების განცხადებით, სავარაუდოდ ქურდებმა ბარში შეღწევა ფანჯრიდან შეძლეს. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში “პირველ რადიოს” განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

ბაჩო ახალაია – “ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში ჩემთან მოვიდა და სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მთხოვა”

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მატროსოვის ციხეში მასთან შეთავაზებით პირადად იყო შესული. როგორც ახალაიამ განაცხადა, მან „ქართული ოცნებისგან“ არაერთი შეთავაზება მიიღო, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, თუმცა „ყველა უსინდისო შეთავაზებას ღირსეული პასუხი გასცა“. – ამ ხელისუფლების მხრიდან იყო უსინდისო შემოთავაზებები. ყველა უსინდისო შინაარსის შემოთავაზებაზე ჩემგან იყო […]

თავდასხმა ოჩამჩირეში – აფხაზურ ადმინისტრაციას 5-მა პირმა 50.000 ლარის ოდენობის რუბლი წაართვა

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ოჩამჩირის აფხაზურ ადმინისტრაციაზე თავდასხმა მოხდა. ადმინისტრაციას 5 შეიარაღებული პირი დაესხა . ბოროტმოქმედებმა 50 ათასი ლარის ოდენობის რუსული რუბლის გატაცება მოახერხეს. თანხა ოჩამჩირე-ტყვარჩელის მონაკვეთზე რუსულ ბაზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ხელფასისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც დღეს 4 საათზე უნდა გაცემულიყო. ბუღალტერი რომელსაც თავს დაესხნენ, ვარაუდობს, რომ შეიარაღებული პირები ხელფასების გაცემის დღის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ. ამასთან მისივე […]