რუსთავში გეოდეზიური სადგური გაქურდეს

რუსთავში გეოდეზიური სადგური გაქურდესრუსთავში მდებარე გეოდეზიური სადგური გაქურდეს.

მონაცემების მიღება გვიან ღამით შეწყდა. ადგილზე მისულ თანამშრომლებს სადგური გაძარცვული დახვდათ. მათი თქმით, წაღებულია აპარატურის ნაწილი.

აპარატურა გეოდეზიური და სეისმური კონტროლისთვის გამოიყენება და მისი მეშვეობით ხდება სეისმური საფრთხეების შეფასება.

სეისმოლოგების თქმით, მოპარული დეტალები სამეცნიერო დანიშნულებისაა და მათი გამოყენება სხვა მიზნით შეუძლებელია.

წინასწარი ინფორმაციით, ზარალი ორი ათას ლარამდეა.

საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ნიუპოსტი