კატეგორია: სამართალი

მამუკა ვასაძე: „პაატა ბურჭულაძე ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს, ეს ნებაყოფლობითი არ არის“

პაატა ბურჭულაძე ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ფონდ „იავნანას“ საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები და პაატა ბურჭულაძე ვალდებულია სასამართლოს წინაშე წარსდგენს. საგამოძიებო ორგანოში აცხადებენ, რომ პაატა ბურჭულაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ჯერჯერობით ნაადრევია. – „ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით ფულის გაფლანგვის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ბურჭულაძე […]

იური ლუცენკო: „კოლოსალური წნეხის ქვეშ ვიმყოფები, რათა თვალი დავხუჭო იმაზე, რის უფლებასაც სააკაშვილი საკუთარ თავს აძლევს“

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამო ის სერიოზული წნეხის ქვეშ ხვდება. „ჩემი აზრით, პროცესის პოლიტიზებით ახლა ამ საქმის დაშლას ცდილობენ. ბოლო კვირის განმავლობაში მე კოლოსალური წნეხის ქვეშ ვიმყოფები, რათა თვალი დავხუჭო იმაზე, რისი გაკეთების უფლებასაც სააკაშვილი საკუთარ თავს აძლევს“, – განაცხადა ლუცენკომ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისგან განიცდის ზეწოლას. მისი […]

გორში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს

გორში, ჭალის დასახლებაში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. “ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბინაში ბუნებრივმა აირმა გაჟონმა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

გლდანში „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს

გლდანში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმაში ერთი პირი მონაწილეობდა. ბანკის თანამშრომლები წაღებული თანხის ოდენობას არ აკონკრეტებენ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, ბურჭულაძე გამოსაკითხად ფონდის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტზეა დაბარებული. „საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 13 დეკემბერს, მოწმის სახით გამოსაკითხად გამოძახებულია ააიპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანა“-ს დამფუძნებელი – პაატა ბურჭულაძე. საქმე […]

,,დინამო თბილისის“ უკანონო შენობა-ნაგებობებს დაანგრევენ?

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კომპანია „ბაუსტარის“ დირექტორი ქრიასტიან შარაშენიძე ეხმაურება. განჩინების თანახმად, „დინამო თბილისის“ მოთხოვნა სამშენებლო კომპანია „ბაუს სტარისათვის“ მშენებლობის შეჩერების შესახებ არ დააკმაყოფილა. შარაშენიძე ,,დინამოს” ხელმძღვანელობას მოლაპარაკებებს სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ,,დინამო თბილისს” მიტაცებულ ტერიტორიაზე უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დაევალოს. შარაშენიძის შეფასებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადყო რომ კომპანია „ბაუსტარი“ მშენებლობას კანონის სრული […]

ზაზა ხატიაშვილი: არჩევნების მეორე ტური აუცილებლად უნდა გაიმართოს

ადვოკატთა ასოცაიციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური აუცილებლად უნდა გაიმართოს. – იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება, ორი კვირის განმავლობაში მეორე ტური გაიმართება. კერძოდ, 23 დეკემბრის ჩათვლით ადვოკატთა ასოციაცია ვალდებული იქნება საჭიროების შემთხვევაში მეორე ტური ჩაატაროს. ჯერჯერობით ხმის დათვლა ძალიან ცუდია. ხმების დათვლა მიმდინარეობს და როცა საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს არჩევნების შედეგებს, აღმასრულებელი […]

ლადო სადღობელაშვილს 12 დღით პატიმრობა მიესაჯა

“ქართული მარშის” წევრს ლადო სადღობელაშვილს 12 დღით პატიმრობა მიესაჯა, მასთან ერთად დაკავებული ორი პირი – ანზორ ფორჩხიძე და ირაკლი დოლენჯაშვილი კი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა. “ქარული მარშის” 3 წევრი გუშინ დააკავეს. სამივე მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააპატიმრეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ნიუპოსტი

ვაზისუბანში მე-9 სართულიდან გადმომხტარ ქალს 2 შვილი დარჩა – ტრაგედიის ახალი დეტალები

ვაზისუბანში ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტომის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გარდაცვლილი 27 წლის ქალია, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. მეზობლის განცხადებით, გარდაცვლილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ამჟამად ის ყოფილი ქმრის კუთვნილ ბინაში შვილებთან ერთად ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. იმედინიუსი

ვაზისუბანში 30 წლის ქალი მე-9 სართულიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში, ვაზისუბანში, 30 წლის ქალი მეცხრე სართულიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. რა გახდა ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ნიუპოსტი