ბათუმში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა 

ბათუმში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა ბათუმში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ჯინჭარაძის ქუჩაზე მდებარე ოთხსართულიან საცხოვრებელ სახლში წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაზიანებულია კორპუსის მეორე სართული.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.