კატეგორია: სამართალი

ზუგდიდში საფრანგეთის მოქალაქემ 33 წლის ქალი გაიტანა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა

ზუგდიდის რაიონში, ჯვარი – ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. 33 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც “ნიუპოსტის” კორესპოდენტი ზუგდიდიდან იტყობინება, მანქანის მძღოლი საფრანგეთის მოქალაქეა. მას შესაბამისი შემოწმება უკვე ჩაუტარდა. როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სამართლის საქმე 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

საბურთალოზე მაღაზია დააყაჩაღეს – დამნაშავე გაქცეულია

თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე მაღაზია დააყაჩაღეს. თავდამსხმელმა იარაღის მუქარით თანხის წაღება მოახერხა. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნიუპოსტს“ არ დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყაჩაღობის შედეგად მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაიჭრა.

პოლკოვნიკი იური პოკინბოროდა – ვის ბინაში დააკავეს სააკაშვილი?

უკრაინული მედია იმ მაღალჩინოსანს ასახელებს, რომლის ბინაშიც, გავრცელებული ინფორმაციით, იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი და სადაც მოხდა მისი დაკავება. მედიის ინფორმაციით, ეს ადამიანი არის პოლკოვნიკი იური პოკინბოროდა, რომელიც უკრაინის შსს-ს მოქმედი მაღალჩიონსანია. პოკინბოროდა 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის მაისამდე ლუგანსკის ოლქის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. 2016 წელს კი, ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთ დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში. გავრცელებული ინფორმაცია, რომ სააკაშვილის […]

თორნიკე ბაღაშვილის მკვლელობა – ყველაფერი მეგობარი გოგონას მობილურის დაკარგვით დაიწყო

1 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში დატრიალდა ტრაგედია, როდესაც 17 წლის თორნიკე ბაღაშვილი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. როგორც kutaisipost იუწყება, მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილის ყოფილი თანაკლასელი და მეგობარია. თორნიკე ბაღაშვილის ბებიის, სატელეფონო შეტყობინებებისა და მეზობლების მონათხრობიდან გამომდინარე, 1 დეკემბერს მომხდარი მოვლენები ასე განვითარდა: გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის შელაპარაკება გამოიწვია მათი საერთო მეგობარი გოგონას მობილური ტელეფონის დაკარგვამ. გოგონამ […]

შროშაში ერთი მიკროავტობუსი მოცურდა, მეორე ამობრუნდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში, უამინდობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევები მოხდა. რამდენიმე წუთის წინ, ერთი მიკროავტობუსი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, მეორე კი ამობრუნდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. როგორც “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა და ორივე ადმინისტრაციული წესით გაფორმდება.

ვარკეთილში მანქანამ ქალი გაიტანა და მოკლა

ვარკეთილში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

40 წლის ქალი ჯიპით ჯერ 2 მანქანას დაეჯახა, შემდეგ კი ”ბელისას” მაღაზია შეანგრია – ინციდენტი აღმაშენებლის ხეივანში

ცოტა ხნის წინ აღმაშენებლის ხეივანში, ავეჯის მაღაზიაში „ბელისა“ „ლექსუსის“ მარკის ჯიპი შევარდა, რის შედეგადაც ჩამსხვრეულია ავეჯის სახლის ვიტრაჟი და დაზიანებულია მაღაზიის შოურუმში არსებული ავეჯი. როგორც „ინტრეპრესნიუსს“ ავეჯის მაღაზიის მენეჯერმა პაპუნა კაციტაძემ განუცხადა, მანქანა ვიდრე მაღაზიაში შევარდებოდა, იქამდე ორ ავტომობილს დაეჯახა. კაციტაძის განცხადებით, შემთხვევის შედეგად მაღაზიას რამდენიმე ათასი ლარის ზიანი მიადგა, თუმცა ზარალს სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს. […]

სასტუმრო “ლეოგრანდის” 5 თურქ თანამშრომელს მალე დააკავებენ

ბათუმში, “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის საქმეზე საგამოძიებო ორგანომ სასტუმროს რამდენიმე თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემის გადაწყვეტილება მიიღო. “პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ სასტუმროს ხუთ მენეჯერს ბრალს უახლოეს დღეებში წარუდგენენ და შესაბამისად, მოხდება მათი დაკავებაც. ჩვენი ინფორმაციით, ხუთივე მათგანი თურქეთის მოქალაქე გახლავთ. სასტუმროს იურისტი კახა წერეთელი “პრაიმტაიმთან” საუბრისას არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი მართლაც დადგეს, თუმცა მისი თქმით, […]

”მინდა, ჩემი თავი ცოტა ხნით დავსაჯო” – ხორავაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელი პატიმრობას არ გაასაჩივრებს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არ გაასაჩივრებს. – თვითონ ფაქტი იმდენად რთულია, განვიცდი და მინდა, ჩემი თავი ცოტა ხნით დავსაჯო, საზოგადოებისგან იზოლირება მინდა, – ამბობს ბრალდებული. ადვოკატ დარეჯან ბუცხრიკიძის თქმით, ბრალდებულს, რომელიც ერთ-ერთი მოსწავლის მამა და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, „საზოგადოებისგან იზოლირება უნდა“. ადვოკატის თქმით, მისი […]

“შურისძიების მოტივით სანადირო თოფიდან ესროლა…” 8 წელი სიძის მკვლელობისთვის

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიძის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით. ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 13 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურის რაიონში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა. ა-მ თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას, […]