კატეგორია: სამართალი

თბილისის აეროპორტში მგზავრთა ევაკუაციის შედეგად 3 რეისი შეფერხდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ევაკუაციის შედეგად 3 რეისი შეფერხდა. აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შეფერხდა რეისები თბილისი-ასტანის, თბილისი-თელავივის და თბილისი-თეირანის მიმართულებით. მათივე ცნობით, აეროპორტს რეისების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნია. ამ წუთებში აეროპორტში რეისი დაგვიანებით უკვე განახორციელა თბილისი-ასტანას რეისმა. დაგვიანებით რეგისტრაციას გადიან თბილისი-თელავივი და თბილისი- თეირანის მგზავრები. ინტერპრესნიუსი

თბილისში მამაკაცმა ყოფილი ცოლი და მისი მშობლები დაჭრა

თბილისში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა. დაზარალებულს დანით 5 ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ერთ-ერთი თავის არეში. თავდასხმის დროს დაზიანებები დაჭრილი ქალის მშობლებმაც მიიღეს. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ დანაშაულს და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე […]

ვეძებთ! – შსს აეროპორტში ბომბის ძებნაზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბომბის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. „112-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზაზე 2 მუშა მიწის მასაში მოჰყვა

2 მუშა დაშავდა ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოების დროს. ისინი მიწის მასაში მოჰყვნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ისინი მიწას თხრიდნენ. ამ დროისთვის ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიწის მოწყვეტის მიზეზებს გამოძიება შეისწავლის. ნიუპოსტი

სახალხო დამცველად ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურა განიხილება – ”გამოწვევისთვის მზად ვარ’

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება. როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, ის მზად არის, გამოწვევა მიიღოს. – ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემთვის საპატივსაცემო არაერთმა ადამიანმა და ჯგუფმა მომიაზრა ამ პოზიციაზე. მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს (პარლამენტს) თუ […]

ზ.თ. პროკურატურის თანამშრომლად გაეცნო ბრალდებულის ძმას და 10.000 დოლარი და 10.000 ლარი მოითხოვა საპროცესო შეთანხმებისთვის

საქართველოს პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, საქართველოს პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მოქალაქე ზ.თ. დააკავა. ”გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.თ. ბრალდებულ ტ.მ.-ს ძმას გაეცნო როგორც პროკურატურის თანამშრომელი და დაარწმუნა, თითქოს ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან, რის შემდეგაც დაპირდა, რომ 10.000 აშშ […]

23.600 დოლარის გამოძალვისთვის 2 პირს 5-5 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვაში ბრალდებულები გ.გ, გ.ო და ბ.დ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის ნოემბერში, გ.გ, ბ.დ. და გ.ო. ქ.რუსთავში შეხვდნენ ჯ.მ.-ს, მიაყენეს მას […]

სახელმწიფო ქონების მითვისება გზების და სახურავის შეკეთების დროს – დაკავებულია ორი კომპანიის ხელმძღვანელი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისებისა და მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დროს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 130.785 ლარს. ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი […]

პროკურატურასთან  „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

მთავარ პროკურატურასთან „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და პოლიციას შორის ამ წუთებში დაპირისპირებაა. დაზარალებულმა მოვაჭრეებმა, რომლებიც მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ, კარვის გაშლა სცადეს. სწორედ ამას მოჰყვა პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება. პოლიციელები მათ კარვის დადგმის უფლებას არ აძლევენ. პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ, რომ კარავი ტერიტორიიდან გაიტანონ, რასაც აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევენ. „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრისგან […]

ქუთაისის კაზინოში 40 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში ერთ -ერთ სამორინეში 40 წლამდე კაცი გარდაიცვალა. სამორინეში ამბობენ, რომ კაცი თამაშის დროს შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო დახმარების სამსახურში კი განმარტავენ, რომ კაცი გარდაცვლილი დახვდათ. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. იმედინიუსი