კატეგორია: სამართალი

ავარია ოზურგეთში – დაიღუპა 40 წლის ქალი

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე ქალი გარდაიცვალა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინტერპრესნიუსი

ზუგდიდში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომანქანა ბოძს შეეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

სასამართლომ ანრი ბიბინეიშვილი 240-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მსახიობ ანრი ბიბინეიშვილს ადმინისტრაციული სასჯელის სახით 240-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ გაიმართა. მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ბათუმში გამთენიისას ნასვამ მდგომარეობაში დააკავეს. მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა ედებოდა ბრალად. იმედინიუსი

თელავში 50 წლამდე მამაკაცი შვილმა გარდაცვლილი იპოვა

თელავში, ალაზნის გამზირზე 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი მარტო ცხოვრობდა. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა და გარდაცვლილი საკუთარ სახლში შვილმა იპოვა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილ მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. რა გახდა სივდილის მიზეზი, ექპერტიზა დაადგენს.საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება  პირველი

თბილისის სტომატოლოგიურ კლინიკაში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა

მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში მამაკაცი შეიჭრა და ფული მოითხოვა. ექიმების ინფორმაციით თავდამსხმელი სავარაუდოდ დანით იყო შეიარაღებული. გამოძიება ყაჩაღობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. მამაკაცმა ტერიტორია ისე დატოვა, რომ ვერაფრის წაღება ვერ შეძლო. მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არაა. პოლიციამ კი ინციდენტის თვითმხილველები გამოკითხა. რუსთავი 2

ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცის, ამირან კვირიკაშვილის, თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პროკურატურა ავრცელებს. “2017 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე ა. კ. – ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. 2017 წლის 9 ნოემბერს კი საქმე გამოსაძიებლად გადაეცა […]

კახეთში მეზობელმა 30 წლის ინვალიდი ქალი გააუპატიურა – ქალი რამდენიმე თვის ორსულია

კახეთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 30 წლის ქალი მეზობელმა გააუპატიურა. ის ახლა რამდენიმე თვის ორსულია. შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მიმდინარე წლის აპრილში მოხდა. როგორც imedinews-ს სოფლიდან აცნობეს, კაცი ქალს არაერთხელ დაემუქრა და სწორედ შანტაჟით მოახერხა მასთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება. ფაქტს ბრალდებული აღიარებს, თუმცა გაუპატიურებას და ძალადობას უარყოფს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამმართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. […]

ისრაელში ქართველი არალეგალების შეყვანისთვის ორი პირი დააკავეს

ისრაელში საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად შეყვანის ბრალდებით ქვეყნის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და აეროპორტის თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „იერუსალიმ პოსტი“ ავრცელებს. როგორც ირკვევა ეჭვმიტანილები „ბენ გურიონის“ აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებისგან შესვლის სანაცვლოდ, ქრთამს იღებდნენ. 45 წლისა და 28 წლის ეჭვმიტანილებს ბრალად თაღლითობა, ქრთამის აღება და სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება ედებათ.

“შეშა გადაჰქონდა, როცა ავტომობილი დაეჯახა”- ავარია ქუთაისში მსხვერპლით დასრულდა

ქუთაისში მომხდარ ავარიას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ბალახვანში გუშინ საღამოს მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მამაკაცს გზაზე შეშა გადაჰქონდა, როდესაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებების დარღვევით ექსპლოატაციას გულისხმობს. ნიუპოსტი

ზვიად მ. თვითმკვლელობის მუქარით, 13 წლის გოგონასთან სქესობრივ კავშირის ამყარებდა

დანაშაული მას შემდეგ გაიხსნა, როდესაც გოგონამ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული აბების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთან სექსუალურ ურთიერთობაზე დედას უამბო. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა – ამის შესახებ “ნიუპოსტს” საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. მოსამართლის გადაყვეტილებით, სრულწლოვან მამაკაცს, რომელიც 13 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირის, მათ შორის გაუკუღმართებული ფორმით, ამყარებდა, 8 წლით […]