სახალხო დამცველად ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურა განიხილება – ”გამოწვევისთვის მზად ვარ’

სახალხო დამცველად ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურა განიხილება - ”გამოწვევისთვის მზად ვარ’„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება.
როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, ის მზად არის, გამოწვევა მიიღოს.
– ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემთვის საპატივსაცემო არაერთმა ადამიანმა და ჯგუფმა მომიაზრა ამ პოზიციაზე. მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს (პარლამენტს) თუ ფართო საზოგადოებას უფრო დეტალურად ვესაუბრო ჩემს ხედვებსა და მიზნებზე – შესაბამის ფორმატში, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციური ფრაქციები სახალხო დამცველის კანდიდატურას პარლამენტს არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე წარუდგენენ.

არსებული ცნობით, განიხილება არასამთავრობო სექტორიდან რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის ანა ნაცვლიშვილის და ვახუშტი მენაბდის.