ბავშვთა სამყაროს დაზარალებულების მცდელობას მთავარ პროკურატურასთან კარავი გაეშალათ შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ორივე კარავი ჩამოართვა. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის პროკურატურის კიბეებზე სხედან. უკვე მეოთხე დღეა მთავარ პროკურატურასთან ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას, ,,სააქციო საზოგადოება ბავშვთა სამყაროს” პასუხისგებაში მიცემას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე […]
კატეგორია: სამართალი
ტურინის სადეპორტაციო ცენტრში ჯანყის დროს ქართველი დაიღუპა?
ტურინის სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამავე დაწესებულებაში მყოფი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ავრცელებს. როგორც თვითმხილველი ამტკიცებს, ცენტრში მომხდარი ჯანყის დროს, ახალგაზრდა კაცს იტალიელი სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტურინში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი გაემგზავრება, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას ჩაატარებს. უწყების ცნობით, ტურინის სადეპორტაციო ცენტრში ეროვნებით ქართველის შესაძლო გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცხელ […]
რკინიგზის ცენტრალურ სადგურთან სპეცოპერაცია ჩატარდა
რკინიგზის ცენტრალური სადგურის მიმდებარედ სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველები შეიარაღებული ადამიანის განეიტრალებას ცდილობდნენ, რომელმაც ტერიტორიაზე გაისროლა. ვაგზალზე სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. imedinews-ის ინფორმაციით შეიარაღებულმა მამაკაცმა 3-ჯერ გაისროლა. ნივთმტიცების სახით ნაგანის ტიპის იარაღია ამოღებული. თავად მამაკაცი დაკავებულია. შსს-ში მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
”კრასნოგორსკის მსროლელ” ამირან გიორგაძის მძღოლი შოთა ელიზბარაშვილი რუსეთის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
მოსკოვის სასამართლომ რუსეთში დაკავებული ქართველი მძღოლი უდანაშაულოდ ცნო. შოთა ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გამოძიება მას გახმაურებულ მკვლელობაში თანამონაწილეობაში სდებდა ბრალს. საუბარია 2015 წლის 19 ოქტომბერს მომხდარ დანაშაულზე, რომელშიც ქართველი ბიზნესმენი ამირან გიორგაძე ფიგურირებდა. სწორედ გიორგაძის პირადი მძღოლი იყო დაკავებული შოთა ელიზბარაშვილი. 2015 წელს გიორგაძე კრასნოგორსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, იური კარაულოვთან კაბინეტში იმყოფებოდა, […]
ვერის ბაღში შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, ვერის ბაღში შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის უსახლკარო იყო. გარდაცვალების მიზეზები უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ინფორმაციას„რუსთავი 2“ ავრცელებს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ჩუღურეთში “ღვინის გალერეა” გაძარცვეს
ჩუღურეთის რაიონში მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია “ღვინის გალერეა” გაძარცვეს. მძარცველებმა ჩატეხეს შუშა, დაამტვრიეს კარები და ამ გზით მოახერხეს მაღაზიაში შეღწევა. წაღებულია ნაღდი ფული და დაზიანებულია ინვენტარი. “ღვინის გალერეის” მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, ჩანაწერებში ჩანს დამნაშავეების სახეები. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს პირთა იდენტიფიკაცია. როგორც მაღაზიის თანამშრომლები აცხადებენ ბოლო ერთი თვის მანძილზე მსგავსი შემთხვევა უკვე […]
ზუგდიდში მანქანამ 7 წლის ბავშვი გაიტანა
შსს-ში საკადრო ცვლილებები დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები დაიწყო. პირველი არხის ინფორმაციით, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა მინისტრის სამივე მოადგილემ შალვა ხუციშვილმა, მერაბ მალანიამ და დავით ვარდიაშვილმა. ამასთან, პირველი არხის ინფორმაციით, პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ალადაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სამმართველოს უფროსმა რამაზ თარაშვილმა. სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებენ კრიმინალური […]
46 წლის ქართველმა მადრიდსა და ვალენსიაში 33 სახლი გაძარცვა
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელსაც მადრიდში და ვალენსიაში 33 საცხოვრებელი სახლის გაქურდვა ედება ბრალად. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული დაკავებულმა ერთი წლის განმავლობაში ჩაიდინა. ის ძირითადად ვალენსიაში მოქმედებდა. პოლიციის ინფორმაციით, 46 წლის მამაკაცი საცხოვრებელი სახლების კარებს სპეციალური მოწყობილობების საშუალებით აღებდა. პოლიცია გამოძიებას შესაძლო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით აგრძელებს. ინტერპრესნიუსი
ლოტკინზე მამაკაცმა თავი დაიწვა – „მეზობლები ცეცხლს ბალიშებით აქრობდნენ“
ჟურნალისტი ნინო ჭელიძე “დაიჯესტთან” საუბარში ლოტკინზე მომხდარი შემთხვევის შესახებ საუბრობს, სადაც კაცმა ცოლთან შერიგების მიზნით ბენზინი გადაისხა. ნინო ჭელიძის თქმით, შემთხვევა მის სახლთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი გაშორებულები არიან, გაშორების მიზეზი კი კაცის ალკოჰოლზე დამოკიდებულება გახდა: – ბენზინი ყოფილ ცოლთან შერიგების მიზნით გადაისხა, თანაც, იმ ადგილას, სადაც ორი ავტომობილი იდგა, ერთ-ერთი მათგანი გაზზე მომუშავეა. ზუსტად, ამ […]










