კომპანია „გორგიას“ მფლობელის ყოფილი მეუღლის სახლში მთელი ღამის განმავლობაში ჩხრეკა მიმდინარეობდა. „კურიერის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნინო დარსალიას ბინიდან მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერები წაიღეს. დაკითხეს ბიზნესმენის ყოფილი ცოლი. სამართალდამცველები ნინო დარსალიათი მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც გაირკვა, რომ ოთხკაციანი ჯგუფი კომპანია „გორგიას“ მფლობელის, გია გორგოშაძის გატაცებას და მისთვის ხუთი მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდა. უკვე წლებია, ყოფილ მეუღლეს […]
კატეგორია: სამართალი
გია გორგოშაძის გამტაცებლები ელექტროშოკით მის წამებასაც გეგმავდნენ – მამუკა ჭელიძე დეტალებს ასაჯაროებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის, გია გორგოშაძის გატაცებისას ბოროტმოქმედები ელექტროშოკების გამოყენებასაც გეგმავდნენ. მისივე თქმით, ჩანაწერებში ჩანს, რომ დაკავებულები ბიზნესმენისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ. – აღნიშნული დანაშაული იგეგმებოდა დიდი ხნის განმავლობაში დაკავებული ოთხი პირის მიერ, – განაცხადა მან. პოლიციის ინფორმაციით, ამ ოთხმა პირმა, ბიზნესმენის გატაცების მიზნით, […]
„გორგიას“ დირექტორ გია გორგოშაძის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ
ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის, გია გორგოშაძის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად ხდება ცნობილი, თავდაპირველად ბოროტმოქმედები გია გორგოშიძესთან ერთად, სავარაუდოდ, მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრის გატაცებასაც აპირებდნენ, თუმცა გეგმა შეცვალეს და მხოლოდ ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის გატაცება გადაწყვიტეს. მისი გათავისუფლების სანაცვლოდ კი ოჯახისგან 5 მილიონის გამოძალვას გეგმავდნენ. ამასთან, 4 დაკავებულიდან ორთან ამ წუთებში დროებითი […]
თემურ ბასილიას წინააღმდეგ სამხილების შეგროვების ბრძანება ზურაბ ადეიშვილმა გასცა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის გადახედვის პროცესი განაახლა. სასამართლომ სხდომაზე მთავარი პროკურატურის 4 მოწმე დაკითხა, რომლებმაც გამოძიების ეტაპზეც დაადასტურეს, რომ თემურ ბასილიას მიმართ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დავალების შესაბამისად, განხორციელდა უკანონო დევნა და ბრალდება. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთმა მოწმემ […]
ავარია უჯარმაში – 5 კაცი დაშავდა
საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმაში ერთმანეთს „ოპელისა“ და „ლადას“ მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ნიუპოსტი
სპეცოპერაციის ახალი დეტალები – დაკავებულები ბიზნესმენ გია გორგოშაძის გატაცებას ცდილობდნენ
მცხეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები ხდება ცნობილი. სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია სამ საცხოვერბელ სახლში ჩაატარეს. მეზობლების ინფორმაციით, გვერდით სახლში ცხოვრობს ბიზნესმენი გია გორგოშაძე და ისინი ვარაუდობენ, რომ დაკავებულები ცდილობდნენ გორგოშაძის გატაცებას და ფულის გამოძალვას. გია გორგოშაძე კომპანია ,,გორგიას“ მფლობელია. როგორც ,,ნიუპოსტს“ ,,გორგიაში“ განუცხადეს, გია გორგოშაძე სამსახურში იმყოფება, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა ჩენთან საუბარში აღნიშნა, რომ გორგოშაძე მედიასთან კომენტარს […]
ზაზა ხატიაშვილი: “დავწვები ევროსაბჭოს მისაღებში და მთელ მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ”
ადვოკატების დაკითხვაზე დაბარებას თუ გაბედავენ, დავწვები ევროსაბჭოს მისაღებში და მთელ მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ, – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების შესაძლო მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. ხატიაშვილი პროკურატურის მხრიდან სამარცხვინო ნაბიჯების გადადგმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი ადვოკატების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების ჩატარებას ცდილობენ. – თუ ადვოკატთა კორპუსმა დავუშვით, რომ […]
არჩილ ჩოფაკიშვილი: „აფგან მუხთარლის ოჯახი გერმანიაში იმყოფება“
აფგან მუხთარლის ოჯახი ამჯამად გერმანიაშია, – ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებების დამცველი, ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, მუხთარლის მეუღლემ და შვილმა საქართველო გუშინ დატოვეს, რადგან გამოძიების მიმართ არსებული პრეტენზიების და საფრთხეების ფონზე, მაღალი ალბათობით შესაძლო იყო ლეილა მუსტაფაევა გამხდარიყო გატაცების და აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრობის მსხვერპლი. – აფგან მუხთარლის მეუღლემ და მცირეწლოვანმა […]
სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე – 52-ე კორპუსში პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა
წყნეთის გზატკეცილზე 52-ე კორპუსში მთელი ღამის განმავლობაში სპეცდანიშნულების რაზმი მუშაობდა. სამართალდამცველები ამ დრომდე სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებიან. როგორც სპეცოპერაციის ადგილიდან „პირველის“ კორესპონდენტი იუწყება, თვითმხილველების განცხადებით, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. – საშინელი ხმა შემომესმა, გარეთ რომ გავიხედე, ეზო სპეცრაზმის მანქანებითა და ექსპერტ-კრიმინალისტებით იყო სავსე. შემდეგ, როგორც გავიგე, ჩემი მეზობლები დააკავეს, რომლებსაც ბინა ნაქირავები ჰქონდათ, – განუცხადეს „პირველს“ […]
ავსტრიაში საქართველოს 14 მოქალაქე დააკავეს
მასშტაბური სპეცოპერაცია ავსტრიაში. პოლიციამ საქართველოს 14 მოქალაქე დააკავა, რომლებსაც ვენაში, ტიროლსა და შტაიერმარკტში 25 საცხოვრებელი სახლის ძარცვაში ადანაშაულებენ. მთლიანობაში მოპარული ნივთების რაოდენობა 125 ათას ევროს აღემატება. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ქვემო ავსტრიის პოლიციის უფროსმა განაცხადა, 20 დან 42 წლამდე ასაკის, დაკავებული ქართველები საშიში კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, მათი უმეტესობა ავსტრიაში გერმანიიდან, საფრანგეთსა და იტალიიდან […]










