კატეგორია: სამართალი

ყვარელში მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა – დაშავდა 3 კაცი

კახეთში, ყვარელში, მიკროავტობუსის და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად 3 ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. სამივე მათგანი საავადმყოფოში არის გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ექსპლუატაციის და მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.

სასამართლომ ექიმ-ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმ-ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი დამნაშავედ ცნო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. – საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 4 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში, პაციენტს, ჰიდრონეფროზის დიაგნოზით, ჩაუტარდა ოპერაცია და პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფებოდა ანესთეზიოლოგ ვახტანგ ა.-ს დაკვირვების ქვეშ. ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა ჰიპოტენზი-არტერიული წნევის ვარდნის გამო. ბრალდებულმა ანესთეზიოლოგმა კი ვერ განახორციელა სუბმკლავის ჩადგმა, […]

შსს-მ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავა

სამართალდამცავებმა მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. უწყების ცნობით, დაკავებული პირი ამ დროისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ დაკავებული ის პირია, რომელმაც ბადრაგირების დროს გაქცევა მოახერხა. – შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 2017 წლის 14 ივნისიდან ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ძებნილი, 1992 წელს დაბადებული ბ.კ. თბილისში დააკავეს. გამოძიებამ […]

ახალგაზრდა კაცმა თელავის კაფეში ქამრით თავი ჩამოიხრჩო

ახალგაზრდა კაცმა თელავში თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში მდებარე კაფეში მოხდა. ობიექტი ოჯახს ნაქირავები ჰქონდა. ამის შესახებ “პირველის” კორესპონდენტი იუწყება. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა თავი ქამრით მოიკლა. გარდაცვლილი დღეს დილით ცოლმა ნახა. შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე ახალგაზრდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. თვითმკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. შინაგან […]

“7 წლის ბავშვის დედას ჩემს ქმართან საყვარლობა სურდა” – პედაგოგი ქმრის მიერ არასრულწლოვანის გაუპატიურებაზე

პედაგოგი, რომლის ქმარიც 7 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით გლდანის ციხეში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, აცხადებს, რომ ბავშვს ცრუ ჩვენება დედამისმა ძალით მიაცემინა. როგორც “რუსთავი 2”-თან საუბარში პედაგოგი ამბობს, დედამისს ამის მიზეზი ჰქონდა. – მას სურდა ჩემ ქმართან საყვარლობა და ჩემს ქმარს არ ჰქონდა ისეთი ვითარება და თავი მითუმეტეს, რადგან იცის რასაც წარმოადგენს. არის რასაც ქვია მსუბუქი […]

თბილისში 7 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს

“კურიერის” ინფორმაციით, თბილისში, 25 წლის მამაკაცი 7 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არასრულწლოვანის ოჯახის ინფორმაციით ბავშვი კერძო მასწავლებელთან დადიოდა და მასზე სექსუალურად რეპეტიტორის ქმარმა იძალადა. პირველკლასელი გოგონას ოჯახი ამბობს, რომ პედაგოგის მეუღლე 7 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებას ადრეც ჩადიოდა. გოგონას ბებია ამბობს, რომ ბავშვმა მომხდარი დედას უამბო. მოზარდს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა. დაკავებულის მეუღლე […]

დეკანოზ მამალაძის ოჯახს ფულს სძალავდნენ

ბათუმში, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, მალხაზ მამალაძის საცხოვრებელ სახლში, უცნობი მამაკაცი დილის 5 საათზე 30 წუთზე მივიდა და ფული მოსთხოვა, – ინფორმაციას ამის შესახებ “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. მალხაზ მამალაძე ყვება, რომ ის სახლში მარტო იმყოფებოდა, გამთენიისას კი კარზე უცნობმა მამაკაცმა დაუკაკუნა. მისი თქმით, ის შავებში იყო, ეკეთა ხელთათმანები და ეცვა კაპიშონიანი მაისური. მამალაძის თქმით, კარის […]

 მკვლელობა ოზურგეთში – მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს

გუშინ გვიან ღამით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს. როგორც შსს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდნარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო სამუშაოები. მომხდარის დეტალებს რამდენიმე წუთში მოგაწვდით.

17 წლის გოგოს ინფორმაციით, მას თანასკოლელები 3 წელი სკოლის სარდაფში აუპატიურებდნენ – გოგონას მამა ”ევროპული საქართველოს” წევრია

17 წლის გოგონა თანასკოლელებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. არასრულწლოვანის ინფორმაციით მასზე სამი წელია სისტემატიურად ძალადობენ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მოძალადეები მოკვლით ემუქრებოდნენ, ამის შესახებ მას არავისთვის არაფერი უთქვამს. სექსუალური ხასიათის ძალადობა გოგოს მონათხრობის მიხედვით ხშირად სკოლის სარდაფში ხდებოდა. მომხდარის შესახებ გოგონას მშობლებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც შვილის კუთვნილ ტელეფონში შემთხვევით მუქარის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება წაიკითხეს. გოგოს მამა […]

ბათუმში სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები დაჭრეს

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, „რეალ-პალასის“ ოფისთან სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები ჯუმბერ ზოიძე და ალექსანდრე ხიმშიაშვილი დაჭრეს. აჭარის ტელევიზია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაჭრაში ეჭვმიტანილი ხიმშიაშვილის ძმა რამაზ ხიმშიაშვილია. – როდესაც ხმა გავიგონე გამოვედი, სასწრაფო დახმარების მანქანა დავინახე, ჩვენი უფროსი, კომპანიის დამფუძნებელი ჯუმბერ ზოიძე გამოჰყავდათ. შემდეგ პოლიციაც მოვიდა. ინციდენტი ოფისთან მოხდა. ამბობენ, რომ რამაზ ხიმშიაშვილმა ძმას და ზოიძეს […]