ავსტრიაში საქართველოს 14 მოქალაქე დააკავეს

ავსტრიაში საქართველოს 14 მოქალაქე დააკავესმასშტაბური სპეცოპერაცია ავსტრიაში. პოლიციამ საქართველოს 14 მოქალაქე დააკავა, რომლებსაც  ვენაში, ტიროლსა და შტაიერმარკტში 25 საცხოვრებელი სახლის ძარცვაში ადანაშაულებენ. მთლიანობაში მოპარული ნივთების რაოდენობა 125 ათას ევროს აღემატება.

როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ქვემო ავსტრიის პოლიციის უფროსმა განაცხადა, 20 დან 42 წლამდე ასაკის, დაკავებული ქართველები საშიში  კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, მათი უმეტესობა ავსტრიაში გერმანიიდან, საფრანგეთსა და იტალიიდან ჩავიდა.

დამნაშავეებზე ფარული თვალთვალი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობდა, ავსტრიის უშიშროების სამსაუხრები კრიმინალების საუბრებს ვოთსაფზე, ვაიბერსა და სკაიპში უსენდნენ. სწორედ აღნიშნულების მეშვეობით გეგმავდნენ დაპატიმრებულები სხვადასხვა ძარცვას.

ამ დროისათვის საქართველოს 14 მოქალაქე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

იმედინიუსი