სპეცოპერაციის ახალი დეტალები – დაკავებულები ბიზნესმენ გია გორგოშაძის გატაცებას ცდილობდნენ

სპეცოპერაციის ახალი დეტალები - დაკავებულები ბიზნესმენ გია გორგოშაძის გატაცებას ცდილობდნენმცხეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები ხდება ცნობილი. სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია სამ საცხოვერბელ სახლში ჩაატარეს. მეზობლების ინფორმაციით, გვერდით სახლში ცხოვრობს ბიზნესმენი გია გორგოშაძე და ისინი ვარაუდობენ, რომ დაკავებულები ცდილობდნენ გორგოშაძის გატაცებას და ფულის გამოძალვას.

გია გორგოშაძე კომპანია ,,გორგიას“ მფლობელია.

როგორც ,,ნიუპოსტს“ ,,გორგიაში“ განუცხადეს, გია გორგოშაძე სამსახურში იმყოფება, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა ჩენთან საუბარში აღნიშნა, რომ გორგოშაძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. განცხადებას ნოდარ ჯავახიშვილი გააკეთებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ მედიასთან აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

– მე ვესაუბრე ბატონ გიას, ის ჩვეულებრივად სამსახურშია. რაც შეეხება გატაცებას მისი თქმით, მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ეს ფაქტი არის ჭორი და არასწორი ინფორმაცია, – განაცხადა „გორგიას“ მარკეტინგის მენეჯერმა ნოდარ ჯავახიშვილმა.