გია გორგოშაძის გამტაცებლები ელექტროშოკით მის წამებასაც გეგმავდნენ – მამუკა ჭელიძე დეტალებს ასაჯაროებს

გია გორგოშაძის გამტაცებლები ელექტროშოკით მის წამებასაც გეგმავდნენ - მამუკა ჭელიძე დეტალებს ასაჯაროებსშინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის, გია გორგოშაძის გატაცებისას ბოროტმოქმედები ელექტროშოკების გამოყენებასაც გეგმავდნენ.
მისივე თქმით, ჩანაწერებში ჩანს, რომ დაკავებულები ბიზნესმენისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ.

– აღნიშნული დანაშაული იგეგმებოდა დიდი ხნის განმავლობაში დაკავებული ოთხი პირის მიერ, – განაცხადა მან.

პოლიციის ინფორმაციით, ამ ოთხმა პირმა, ბიზნესმენის გატაცების მიზნით, ერთი თვის წინ იქირავს კონსპირაციული ბინა იმავე კორპუსში, სადაც გია გორგოსაძე ცხოვრობს.

– ბინის ქირაობის ხელშეკრულებაც კი კონსპირაციის სრული დაცვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე დადეს, რათა კვალი დაეფარათ, ნაქირავები სახლიდან ახდენდნენ თვალთვალს, რათა მოეხდინათ ბიზნესმენის გატაცება. აღნიშნული პირები იყვნენ კარგად შეიარაღებულები ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი, ე.წ. ნიღბები, ელექტროშოკები რითაც აპირებდნენ აღნიშნული ბიზნესმენის თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

ჩანაწერებში საუბარია 5 მილიონი ლარის გამოძალვის სქემაზე და იქ იყო რამდენიმე მეთოდოლოგიაზე საუბარი, მათ შორის ფიზიკური დაზიანების მიყენებაც ბიზნესმენის მიმართ და მათ უნდოდათ ელექტროშოკების გამოყენება თუ იქნებოდა მცირეოდენი წინააღმდეგობა ბიზნესმენის მხრიდან, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

ნიუპოსტი