კატეგორია: სამართალი

საქართველო-რუსეთის საზღვარზე აფეთქება მოხდა. დაიღუპა 1 ქართველი მესაზღვრე, 2 დაშავდა

გუშინ საღამოს  საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე ქართულ საგუშაგოზე აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ქართულ საგუშაგოზე მე-5 სამმართველოში გაზის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად ერთი მესაზღვრე დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. დაშავებულები, თბილისში, დამწვრობის ცენტრში არიან გადმოყვანილი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დამწვრობის ცენტრში მოთავსებული მესაზღვრეების მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც სიმონ […]

მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის, მკვლელობის საქმეში ასლან ბეჟანიძეს სააპელაციოც გაამართლებს? – რა მოხდა 2004 წლის 27 ოქტომბერს

ცნობილი ისტორიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა დღეს გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მკვლელობის საქმეში გამართლებულის, ასლან ბეჟანიძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა, შესაძლოა, განაჩენიც დღესვე გამოცხადდეს. როგორც კაკაბაძე აცხადებს, „ბრალდების მხარემ ვერანაირად ვერ დაადასრტურა, რომ აღნიშნული დანაშაული ასლან ბეჟანიძემ ჩაიდინა“, ამიტომ მას გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვების მოლოდინი აქვს. – მოწმეების […]

ჯემალ ჭკუასელს მისი მეგობრების შვილები უჩივიან

ანსამბლ “ერისიონის” ხელმძღვანელს სასამართლო დავა ელის ყოფილი მთავარი ქორეოგრაფის რევაზ ჭოხონელიძისა და ორკესტრის ყოფილი ხელმძღვანელის იური გოგოლაურის მემკვიდრეებთან. ხელოვანების შთამომავლები სასამართლოში საავტორო უფლებების დაცავას აპირებენ. ორკესტრის ყოფილი ხელმძღვანელის მემკვიდრეები თვლიან, რომ მათი მშობლები ანსამბლმა სათანადოდ არ დააფასა, რადგან ყველა ცეკვა, რომლებიც რევაზ ჭოხონელიძემ დადგა და იური გოგოლაურმა მუსიკალურად გააფორმა დღეს მათი გვარების გარეშე აფიშირდება. რევაზ ჭოხონელიძემ და იური გოგოლაურმა სიცოცხლეშივე მიმართეს საავტორო […]

შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს მაღალჩინოსანი ზურაბ ტაკიძე მე-7 სართულზე ცხოვრობს, მაგრამ მე-4 სართულზე იპოვეს

შარტავას ქ. #35-ში დაჭრილი მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ზურაბ ტაკიძეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მეზობლებმა განუცხადეს. ის დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მეზობელმა იპოვა. მეზობლების ინფორმაციით, ზურაბ ტაკიძე მეშვიდე სართულზე ცხოვრობს, თუმცა ის მეზობელმა დაჭრილი მეოთხე სართულზე ნახა. რა ვითარებაში მოხდა მისი დაჭრა, ამ დრომდე უცნობია. თავდაპირველად […]

შარტავას ქუჩაზე ნაპოვნი და პროზექტურაში გადასვენებული შსს-ს თანამშრომელი ცოცხალი აღმოჩნდა

მამაკაცი, რომელიც შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იპოვეს, ნიუპოსტის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელია. მამაკაცი, რომელიც თავდაპირველად გარდაცვლილი ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა. შსს-ს ინფორმაციით, ის საავადმყოფოში აპარატზეა მიერთებული, რადგან ექიმებმა გარდაცვალება ვერ დააფიქსირეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა. ის სადარბასზოში მისივე ბინის წინ იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ […]

მარნეულის ზეთის ქარხანაში ხანძარი ჩააქრეს

მარნეულის შესასვლელში ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელ საწარმოში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის ლიკვიდაციას მარნეულისა და კოდის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სამი ბრიგადა აწარმოებდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ტექნიკური ზეთის ავზებს წაეკიდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტერპრესნიუსი

მარნეულში ზეთით სავსე ავზები იწვის

მარნეულის შესასვლელში მეორადი ზეთის გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ზეთით სავსე ავზებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე უცნობია. ინტერპრესნიუსი

ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა

ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმციით, ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ნიუპოსტი

რუსთაველზე 4 ადამიანის დაჭრის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოთხი ადამიანის დაჭრის ფაქტზე 3 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაცია “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს. შეგახსენებთ, რომ წუხელ რუსთაველის გამზირზე რესტორან “მარკო პოლოსთან” ოთხი ახალგაზრდა დანით დაჭრეს. დაჭრილები საავადმყოფოში არიან მოთავსებული და ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა დანარჩენების სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით […]

ქალმა მძინარე ქმარი 8 წლის შვილის თვალწინ მოკლა

43 წლის ელზა მ-შვილი სამართალდამცველებმა ქმრის, 56 წლის ნოდარ მ-ძის მკვლელობისთვის დააკავეს. ქალის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის დანით მოკლული ქმრის დამარხვას ცდილობდა. ინციდენტს შეესწრო ელზა მ-შვილის მეზობელი და ამის შესახებ ჯერ მეზობლებს, შემდეგ კი, სამართალდამცველებს შეატყობინა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დაკავებულმა ქალმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, […]