კატეგორია: სამართალი

დავით უგულავამ თავი მოიკლა – მერიის ყოფილი თანამშრომელი საკუთარ აბაზანაში იპოვეს

თბილისში, ერწოს ქუჩაზე, თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი დავით უგულავა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული ჭრილობა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხადარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიუპოსტი

”ჩემმა შვილმა მიხეილ ბიბილურიძემ დათა ახალაიას მიცემული 100.000 დოლარი გამომიგზავნა ციხიდან”

კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის მიხეილ ბიბილურიძის დედის ციური თევდორაშვილის თქმით, მისი შვილი დაკავების შემდეგ ციხიდან მუდმივად უგზავნიდა ფულს 10 ათასი დოლარის ოდენობით, რამაც საბოლოო ჯამში 100 ათასი დოლარი შეადგინა. ციური თევდორაშვილის განცხადებით, როდესაც თავის შვილს მიხეილ ბიბილურიძეს თანხის წარმომავლობაზე ჰკითხა, მან განაცხადა, რომ ეს თანხა დათა ახალაიამ მისცა, თუმცა რა მიზეზით, არ დაუკონკრეტებია. – როდესაც ჩემი […]

პოლიციელებმა სერგო მამასახლისს ფეხსაცმლით სცემეს, თავზე პარკი ჩამოაცვეს და 13 წლის შვილით დაემუქრნენ – რას ყვება ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულის ოჯახი

ბრალდებულის თავზე ჩამოცმული პარკი და დახრჩობის მცდელობა აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად –  ყაჩაღობაში ბრალდებული სერგო მამასახლისის ოჯახი სამართალდამცველებს დაკავებულის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ბრალდებული სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან საუბრისას ჰყვება, რომ მისი დაკითხვა ფიზიკური ზეწოლით მიმდინარეობდა და აღიარებითი ჩვენებაზე ხელი მას ცემის შედეგად მოაწერინეს. როგორც ის განმარტავს, მას პოლიციელები ფეხსაცმლით სცემდნენ. დაკავებულის დაკითხვა პოლიცის განყოფილებაში 5 […]

სპეცსამსახურების ყოფილი აგენტი, ალეკო სამუშია, ოჯახისთვის დაცვის დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობს

სპეცსამსახურების ყოფილი აგენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს. ალეკო სამუშია საკუთარი ოჯახისთვის დაცვის დანიშვნას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ “სამართალდამცველების რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ავრცელებს და არ გამორიცხავს, რომ ამ მოთხოვნით აქციაც გაიმართოს. ის ამ საკითხთან დაკავშირებით ომბუდსმენთან შეხვედრასაც გეგმავს. – მან დაიწყო შიმშილობა ციხეში, სადაც ის ზის. მე სახალხო დამცველს გადავცემ იმ კონსპირაციულ წერილს, რომელიც მე […]

ირმა ჭკადუა: „ანზორ ჩუბინიძემ იცოდა, რომ მამა გიორგის ბარგში ციანიდი იდო“

 ადვოკატი ირმა ჭკადუამ, რომელიც ე.წ ციანიდის საქმის ერთ-ერთი მოწმეა გადაცემა ,,რეაქციაში” დაადასტურეა, რომ ის ნამდვილად ესაუბრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს. ჭკადუა ამბობს, რომ ჩუბინიძემ ბარგის გახსნამდე იმიტომ იცოდა, რომ ბარგში ციანიდი იდო, რომ რადგან იცნობდა ოპერატიულ მასალას, სადაც დეკანოზი მამალაძე ციანიდს ითხოვდა. – როცა ბატონი ანზორ ჩუბინიძე გაემგზავრა გერმანიაში, მან ბუნებრივია იცოდა, […]

„ოხანაშვილი იმუქრებოდა ,,პატრიარქს დედას ვუტირებო”…სინოდის წევრებზე ამბობდა,სანტა-კლაუსები არიან და ჭყონიას უნდა ჩავაბაროო“

  – სოსო ოხანაშვილი ქვეყნის და პატრიარქის მოღალატეა და იქ უნდა ეგდოს, სადაც გდია, – ამბობს პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე. როგორც მამალაძემ გადაცემა ,,რეაქციაში“ განაცხადა, ოხანაშვილი იმუქრებოდა, რომ პატრიარქს ,,დედას უტირებდა“ და იაკობისა და შორენას თავებს აივანზე შეუყრიდა. – ნახევარ სინოდზე ამბობდა, ეგენი სანტა კლაუსები არიან და ჭყონიას უნდა ჩავაბაროო…მძიმე სიტყვებით აქვს ნათქვამი პატრიარქზე […]

თელავში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ცოტა ხნის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მკვლელობა მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცი. მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. შსს-მ მომხდარის გამო, გამოძება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის, ინციდენტის დეტალები არ ხმაურდება.

ანზორ ჩუბინიძე -“ოხანაშვილისთვის არ მითქვამს, რომ მამა გიორგის ჩემოდნიდან ციანიდი ამოიღეს”

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე „ნეტგაზეთთან“ გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მან სოსო ოხანაშვილს დაკავებული დეკანოზის ჩემოდნის გახსნამდე მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი ჰქონდა. ანზორ ჩუბინიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ 10 თებერვალს მართლაც ესაუბრა სოსო ოხანაშვილს, თუმცა, ჩუბინიძის თქმით, მას ოხანაშვილისთვის არ უთქვამს, რომ ჩემოდნიდან ციანიდი ამოიღეს. მეტიც, ჩუბინიძის მტკიცებით, იმ […]

წყალტუბოში 88 წლის ქალმა თავი დაიწვა

წყალტუბოში, ხანძრის შედეგად, 88 წლის ქალი გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით, მოხუცმა თვითმკვლელობის მიზნით ცეცხლი განზრახ გააჩინა და თავი დაიწვა. ადგილზე რამდენმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. ნიუპოსტი

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრისთვის გადაიდო

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრისთვის გადაიდო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მკვლელობის საქმეში გამართლებულის, ასლან ბეჟანიძის ადვოკატმა განუცხადა, პროცესი პროკურორების მოთხოვნით გადაიდო. – პროკურორმა დრო ითხოვა ჩემი დასკვნითი სიტყვისთვის რომ ეპასუხა. მისივე თქმით, არ ეყოფოდა ერთსაათიანი შესვენება პასუხის მოსამზადებლად, ამიტომ სასამართლო სხდომა 4 ოქტომბრისთვის გადაიდო, – განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, დავით ოთხმეზურის მკვლელობა 2004 […]