კატეგორია: სამართალი

რუსთაველის გამზირზე ოთხი ადამიანი დანით დაჭრეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოთხი ადამიანი დანით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას 1 tv-ი ავრცელებს. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ერთი დაჭრილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. თვითმხილველების ინფორმაციით, ოთხივე პირი რესტორანში ქორწილში იმყოფებოდა.

ქუთაისის სტადიონზე საზმაუს ინჟინერ გიორგი ტოგონიძეს ქვით თავი გაუტეხეს

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის დაწყებამდე, სტადიონის გარე პერიმეტრიდან უცნობმა პირმა ქვა ისროლა, რის შედეგადაც პირველი არხის მოძრავი სატელევიზიო სადგურის ინჟინერი, გიორგი ტოგონიძე დაშავდა. დაშავებული, თავის არეში მიღებული ჭრილობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 27-ე ტურის და მესამე წრის მთავარი დაპირისპირება იმართება – ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი „ქართულ დერბის“ […]

ქობულეთში ზღვაში რუსეთის მოქალაქე ქალი დაიხრჩო

23 სექტემბერს, ქობულეთში ზღვაში ქალი დაიხრჩო. დაახლოებით 40 წლის ქალის ცხედარი მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, სანაპიროზე წითელი ალმები იყო აღმართული და ბანაობა აკრძალული იყო. გარდაცვლილი ზღვაში სწორედ შტორმული მდგომარეობის დროს, მეუღლესთან ერთად საღამოს საათებში შევიდა. მაშველებმა კაცის გადარჩენა მოახერხეს. ისინი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის […]

გამგებლის წარმომადგენელი 1.000 ლარი ქრთამისთვის დააკავეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ნაპირელმა განუცხადა, ა.ე.-ს გამოძიება ღვინის ქარხანაში წარსადგენი ყალბი ცნობის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით 1.000 ლარის აიღებას ედავება. დაკავებული ამჟამად კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოში წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. თელავის გამგებლის წარმომადგენელის დაკავებაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. […]

„სპეცსამსახურის საიდუმლო აგენტი, ალეკო სამუშია, სამაგალითოდ დასაჯეს“

– სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტი, ალეკო სამუშია სამაგალითოდ დასაჯეს. “შაბათის კურიერში” გასული სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ალეკო სამუშიას გვიან ღამით ციხე შეუცვალეს, – ინფორმაციას ამის შესახებ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა ავრცელებს. მისი მტკიცებით, სამუშია გლდანის, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი სპეციალური კორპუსიდან, რუსთავის ციხეში სამარტოო საკანში გადაიყვანეს. – დამიკავშირდა ალექსანდრე სამუშიას თანამესაკნე, რომელმაც მითხრა, რომ გუშინ გვიან ღამით მასთან შემოვიდა […]

”მერაბიშვილი პოლიციის შენობის გახსნაზე უნდა მოეკლათ, ვარშალომიძე კი – ბათუმში” – რას ყვება საიდუმლო აგენტი ალექსანდრე სამუშია

სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტმა „კურიერს“ ინტერვიუ მისცა. პატიმარი გლდანის ციხიდან დუმილს არღვევს და ჰყვება რა დავალებებს აძლევდნენ მას ოკუპირებულ აფხაზეთში. მისი თქმით, სია გრძელი იყო, რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი ალექსანდრე სამუშიას დიდი ფულის სანაცვლოდ ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიასა და ლევან ვარშალომიძის ლიკვიდაციას სთხოვდა. სცენარი გაწერილი იყო: მერაბიშვილი პოლიციის შენობის გახსნაზე უნდა მოეკლათ, ვარშალომიძე კი – ბათუმში. პატიმარი, […]

”ოცნების” წევრმა ”ევროპული საქართველოს” წევრი დაკრძალვაზე სცემა

„ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრობის კანდიდატმა “ევროპული საქართველოს” საკრებულოს წევრობის კანდიდატს მარნეულში დაკრძალვაზე სცემა. პარტიის ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა უძღოდა. “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების განცხადებით, “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრობის კანდიდატი სოფელ სადახლოში როვშან ისკანდაროვი თანმხლებ პირთან, მარნეულის გამგეობის თანამშრომელთან მუხამედ ალ ბედიევთან ერთად, თავს დაესხა “ევროპული საქართველოს” საკრებულოს წევრობის კანდიდატს, ალი […]

ბორჯომი-თბილისის მატარებელი ქალს დაეჯახა

სოფელ სკრასთან ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ქალს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის მიზეზი უცნობია, შემთხვევის გამო მატარებელი ამ დრომდე გაჩერებულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სმომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის […]

ნიკა გვარამია თეა წულუკიანზე – ”ამას მავნებლობაც და დებილობაც აღარ ქვია”

სტრასბურის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე ქართული სასამართლოს მხრიდან კანონის დარღვევა ვერ აღმოაჩინა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოიტანა. ქვეყნის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა, რაც ღიად გამოხატა. ამასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: ”ათჯერ ვნახე და მოვისმინე, მერე წავიკითხე და მაინც ვერ ვიჯერებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრი აკრიტიკებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველომ […]

თელავში მანქანა აფეთქდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში მსუბუქი ავტომანქანა აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ელექტრობოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ჯერ ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ კი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად, ორი მგზავრი დაშავდა. ისინი სხეულის დამწვრობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.