მარნეულში ზეთით სავსე ავზები იწვის

მარნეულის შესასვლელში მეორადი ზეთის გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ზეთით სავსე ავზებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე უცნობია.

ინტერპრესნიუსი