ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსმა თამარ აბულაძემ სასამართლო მოიგო

ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსმა თამარ აბულაძემ სასამართლო მოიგოახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს, სამართლებრივი დავა მოიგო.

ახალციხის სასამართლომ მუნიციპალურ საკრებულოს თამარ აბულაძის თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაავალა.

განაცდური დაითვლება 2021 წლის 25 აგვისტოდა, როდესაც ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

თამარ აბულაძის ინტერესებს სასამართლოში სამართლიანი არჩევნები იცავდა. თამარ აბულაძე გახარიას პარტია “საქართველოსთვის” მხარდამჭერი იყო და მის დაცვაში ამ პარტიის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს.

სასამართლომ ორგანიზაციის სარჩელი დააკმაყოფილა, სამსახურიდან გათავისუფლების ცნობა ბათილად ცნო, თუმცა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხი არ დაადგინა.

ფორმულა