ფონიჭალაში პოლიციელი სასტიკად ცემეს

ფონიჭალაში პოლიციელი სასტიკად ცემესფონიჭალაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი სასტიკად სცემეს. 45 წლის პოლიციელი გამვლელებმა სცემეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს გომელაურის უწყების თანამშრომელმა გასროლაც მოახდინა. ირკვევა ისიც, რომ ინცინდენტის დროს პოლიციელი სამოქალაქო ფორმაში იყო.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი პოლიციელსა და მოქალაქეებს შორის შუქნიშანზე დაიწყო, შემდეგ კი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

მიყენებული დაზიანებებით კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც “პირველებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე ორი პირია დაკავებული.

ტვ პირველი