მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. – საქართველოს პროკურატურაში დაიწყო გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით […]
კატეგორია: სამართალი
ლადო სადღობელაშვილი: ’’მივმართავ პროკურატურას, გოგა ხაინდრავას დაკვეთით უმიზეზოდ ნუ დამიჭერთ!’’
– მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და ვაცხადებ! – ჩემი, ლადო სადღობელაშვილის წინააღმდეგ არასდროს არ ყოფილა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, არ ვატარებ ცივ და ცეცხლსასროლ იარაღს, არ ვარ ნარკომანი (არ ვიჩხირავ არ ვეწევი), არ მიცხოვრია და არ ვცხოვრობ ძველბიჭური-ქუჩური ცხოვრებით, სრულ ჩემს სიცოცხლეს ვუძღვნი სამოქალაქო-პოლიტიკურ აქტივობას და ოჯახს, არ დავდივარ ღამის კლუბებში და საეჭვო თავშეყრის […]
გიორგი სანაიას მკვლელობიდან 16 წელი გავიდა
ვახო სანაია: “ეს საქმე არის პოლიტიკური მკვლელობა, გამოძიებამ ვერ თქვა თავისი სიტყვა” „რუსთავი2“-ის ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობიდან 16 წელი გავიდა, ჟურნალისტის ოჯახი მომხდარს პოლიტიკურ მკვლელობად აფასებს და აცხადებს, რომ გამოძიებამ მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ თქვა თავისი სიტყვა. გიორგი სანაიას ძმის, ვახო სანაიას თქმით, ისინი სიმართლის დასადგენად ბრძოლას აგრძელებენ – 16 წელი გავიდა ამ პოლიტიკური […]
თბილისის ერთ-ერთ სკვერში გარდაცვლილი ქალი იპოვეს
უკრაინის სასამართლომ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა
უკრაინის სასამართლომ კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, ლარისა სარგანმა განაცხადა. 2017 წლის 14 ივლისს კიევის ყოფილ მერს ლეონიდ ჩერნოვეცკის შეატყობინეს, რომ ის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი. კერძოდ, საუბარია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომელიც არასამართლებრივი სარგებლის მიღების მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. […]
დიდუბეში კედლის ჩამონგრევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა
თბილისში, დიდუბეში სოხუმის ქუჩაზე კედლის ჩამონგრევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა. როგორც ცნობილია კედლის ჩამონგრევა ე.წ. იტალიურ ეზოში ავარიული შენობის დემონტაჟისას მოხდა. ნანგრევებში სამი მუშა მოჰყვა. გარდაცვლილი 40 წლის კაცია, რომელსაც ორსული მეუღლე და სამი შვილი დარჩა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე სასწრაფო დახმარების, სახანძრო და პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
“პატრიარქმა თეთრუაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება 3-ჯერ მიიღო”- ოხანაშვილის სკანდალური ჩვენება
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსი „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი სკაიპის საშუალებით დაკითხეს. ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის, ადვოკატი,ს პაატა მეხრიშვილის თქმით, სოსო ოხანაშვილის ჩვენებამ დაადასტურა, რომ შორენა თეთრუაშვილის მასთანაც ჰქონია ისეთი თხოვნები, როგორიცაა გველის შხამი. ადვოკატის თქმით, იმის გამო, რომ შორენა თეთრუაშვილი ოხანაშვილის საქმიანობაში უხეშ ჩარევას ცდილობდა, სოსო ოხანაშვილს ამ თემასთან დაკავშირებით […]
რუსთავში დაკარგული მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს
რუსთავში 35 წლის მამაკაცი იაღლუჯის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ახალგაზრდა კაცს ოჯახი 12 ივლისიდან ეძებდა. გარდაცვლილი პროზექტურაშია გადასვენებული. მიმდინარეობს გამოძიება. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით ადგილი ჰქონდა სუიციდს ხოლო მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიუპოსტი
იტალიაში ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს
იტალიაში, ქალაქ მილანში ქართველების ჯგუფი დააკავეს, რომლებიც ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები. როგორც იტალიური მედია იუწყება, აღნიშნული ჯგუფის ხელმძღვანელი იტალიელი დინო გავაძენი იყო. ჯგუფი ოთხი ქართველისგან შედგებოდა. ისინი კრიმინალურ საქმიანობას პიემონტეს, ლომბარდიისა და ვალე დაოსტას პროვინციებში ეწეოდნენ. მილანის პოლიციამ ჯგუფის წევრები სამთვიანი გამოძიების შედეგად დააკავა. ჯგუფის დაკავება შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთი ბინის გაქურდვის დროს […]
ახალციხეში ქმარმა ცოლი დაჭრა
ახალციხეში, ქმარმა 31 წლის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაშავებულს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული. მას ახალციხის რეფერალურ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ირკვევა, ბოლო დროს ცოლ–ქმარი ერთად აღარ ცხოვრობდა. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო 11 პრიმა […]










