თბილისში, დიდუბეში სოხუმის ქუჩაზე კედლის ჩამონგრევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა. როგორც ცნობილია კედლის ჩამონგრევა ე.წ. იტალიურ ეზოში ავარიული შენობის დემონტაჟისას მოხდა. ნანგრევებში სამი მუშა მოჰყვა.
გარდაცვლილი 40 წლის კაცია, რომელსაც ორსული მეუღლე და სამი შვილი დარჩა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების, სახანძრო და პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

