“პატრიარქმა თეთრუაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება 3-ჯერ მიიღო”- ოხანაშვილის სკანდალური ჩვენება

"პატრიარქმა თეთრუაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება 3-ჯერ მიიღო"- ოხანაშვილის სკანდალური ჩვენებადღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსი „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი სკაიპის საშუალებით დაკითხეს.

ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის, ადვოკატი,ს პაატა მეხრიშვილის თქმით, სოსო ოხანაშვილის ჩვენებამ დაადასტურა, რომ შორენა თეთრუაშვილის მასთანაც ჰქონია ისეთი თხოვნები, როგორიცაა გველის შხამი. ადვოკატის თქმით, იმის გამო, რომ შორენა თეთრუაშვილი ოხანაშვილის საქმიანობაში უხეშ ჩარევას ცდილობდა, სოსო ოხანაშვილს ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი პატრიარქთანაც ჰქონდა და ის შორენა თეთრუაშვილის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით პატრიარქის დარწმუნებას ცდილობდა.

– მისი ამ სამსახურში დანიშვნის დღიდან, შორენა თეთრუაშვილმა ის აითვალისწუნა და ყველანაირად ცდილობდა მის დისკრედიტაციას და მის საქმიანობაში უხეშად ჩარევას, ეს არ გამოსდიოდა და ამით შორენა ძალიან ღიზიანდებოდა. სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ ის შორენა თეთრუაშვილის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით პატრიარქის დარწმუნებას ცდილობდა, რაზეც პატრიარქმა სამჯერ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა სხვადასხვა მღვდელმთავრის თხოვნის გამო პატრიარქმა თეთრუაშვილი არ გაათავისუფლა.

მან ისიც დაადასტურა, რომ შორენა თეთრუაშვილს ახასიათებს თხოვნები ნებისმიერ პირთან, ნებისმიერი ფორმით და საშუალებით, გაიხსენა, როგორ სთხოვა მას გველის შხამი. ბუნებრივია, სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ მამა გიორგის არანაირ მკვლელობის მომზადებასთან კავშირი არ აქვს და შორენა თეთრუაშვილის არანაირი მკვლელობის სურვილი არ ჰქონია. შორენა თეთრუაშვილი არ იყო ის პირი, რომელსაც შეეძლო სასულიერო პირების დაწინაურებაზე ან დაქვეითებაზე ზეგავლენა მოეხდინა, – განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.

ნიუპოსტი