ახალციხეში ქმარმა ცოლი დაჭრა

ახალციხეში ქმარმა ცოლი დაჭრაახალციხეში, ქმარმა 31 წლის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაშავებულს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული.
მას ახალციხის რეფერალურ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ირკვევა, ბოლო დროს ცოლ–ქმარი ერთად აღარ ცხოვრობდა.

როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო 11 პრიმა – 117–ე, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236–ე, რაც ცეცხლსასროლი აირაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას ითვალისწინებს.