კატეგორია: სამართალი

გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე ახალშობილი იპოვეს

ქალაქ გორში ახალშობილი იპოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩვილი ერთ-ერთ ქუჩაზე, ზეწარში გახვეული იყო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თურქეთში 3 ქართველი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ, იალოვას რეგიონში, ქურდობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავა. ეჭვმიტანილები მანქანით გადაადგილდებოდნენ, რომლის გაჩერებაც პოლიციამ სცადა, თუმცა მძღოლი ბრძანებას არ დაემორჩილა. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა ავტომობილი მცირეხნიანი დევნის შემდეგ გააჩერეს. მანქანის ჩხრეკისას პოლიციამ დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა და კომპიუტერები ამოიღო. ნიუპოსტი

გორში, იუსტიციის სახლთან, ტაქსის მძღოლის ცხედარი იპოვეს

გორში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ტაქსის მძღოლია და ის გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც “ნიუპოსტს” შსს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო. ნიუპოსტი

ანი მურადელი დედის მოკვლის დროს შეურაცხადი იყო – რატომ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა ბალერინის მიმართ

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ბრალდებული ანი მურადელი მკვლელობის მომენტში შეურაცხადი იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, ბრალდებულის ვიზუალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბადებდა ეჭვს მისი შერაცხადობის თაობაზე, რაზეც დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ანი მურადელი გადაყვანილია ხონში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, შეწყდეს სისხლის სამართლებლივი დევნა ბრალდებულ ანი მურადელის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება […]

ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ორი მუშა დაშავდა

ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან სარკნიგზო გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობაზე ინციდენტი მოხდა, გვირაბის ნაწილი ჩამოიგრა, ნანგრევებში ორი მუშა მოყვა. როგორც ცნობილია ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული ამ დროისათვის ხაშურიდან თბილისში გადმოჰყავთ.

პრიმა-ბალერინა ანი მურადელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა

მოცეკვავე მკურნალობას ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გააგრძელებს – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინა ანი მურადელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და ის მკურნალობას ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გააგრძელებს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანი მურადელის ადვოკატმა თამარ ხაჩირაშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მურადელის მიმართ სისხლის სამართლის […]

“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი, 50.000-იანი გირაოთი გაათავისუფლეს

ცოტა ხნის წინ, ბავშვთა სამყაროს დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი სასამართლო დარბაზიდან 50.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბრალდება მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. 10.000 ლარიანი გირაო შეეფარდა ბავშვთა სამყაროს უსაფრთხოების თანამშრომელს, მალხაზ თევზაძეს. “ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი და უსაფრთხოების თანამშრომელი პროკურატურამ გუშინ დააკავა. თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული „ბავშვთა სამყარო“ 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. […]

სკანდალი: “ბავშვთა სამყაროში ხანძარი გარე ჩარევამ გამოიწვია”

„ბავშვთა სამყაროს“ იურისტ ვაჟა მაისურაძის განცხადებით, სავაჭრო დაწესებულების დირექტორისთვის წაყენებული ბრალი აბსურდულია. მისი თქმით, ქონების განადგურება დამნაშავის მიერ განზრახ ცეცხლის წაკიდებამ გამოიწვია. – სამართლიანობა და კანონიერება მოითხოვს, რომ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს დამნაშავემ ან იმ პირთა ჯგუფმა, ვინც „ბავშვთა სამყაროს“ ცეცხლი წაუკიდა. გამოძიების დასკვნით დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა ცეცხლის წაკიდებას და არავითარ შუაში […]

“ბავშვთა სამყაროს” დირექტორ გიორგი მაჭავარიანს ბრალი  წარუდგინეს

“ბავშვთა სამყაროს” დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს ბრალი  წარუდგინეს. მისი ადვოკატის განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. გაგი მოსიაშვილი თბილისის სამმართველოში იმყოფებოდა, სადაც დაცვის ქვეშ მყოფ შეხვდა. ადვოკატის განცხადებით, ბრალი წარდგენილია სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო. მისივე თქმით, მტკიცებულებები  საკმაოდ მოცულობითია. ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო დღეს არ ჩაინიშნება და საქმის მასალების 40 ტომის გაცნობის საშუალება დაცვის მხარეს […]

ვაზისუბანში საკუთარ სახლში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში შუახნის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლე საზღვარგარეთ იმყოფება, კაცი კი სახლში მარტო ცხოვრობდა. მათივე ცნობით, ის ორი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რის გამოც მათ პოლიცია და სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. იმედინიუსი