სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დღეს დილით გონიოში, ზღვაში დაკარგული 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარალელურად გრძელდება 45 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები, რომელიც ზღვაში 3 ივლისს, ანბანის კოშკთან შევიდა. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კატეგორია: სამართალი
მარგველაშვილმა თეა სირაძე შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ბრალდებული, 4 შვილის დედა თეა სირაძე შეიწყალა. ”ინტერპრესნიუსს” ინფორმაციით, თეა სირაძემ სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულება უკვე დატოვა. 37 წლის თეა სირაძეს ბრალად ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედება, თუმცა იგი ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა, რის გამოც მათ ფიზიკურად […]
თბილისის ზღვაში მანქანა გადავარდა – გარდაცვლილია ორი ადამიანი
უბედური შემთხვევა თბილისში – გუშინ გვიან ღამით ზღვაში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. როგორც „ნიუპოსტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ, მყვინთავებმა შეძლეს ორი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული. ცხედრები კი პროზექტურაში გადაასვენეს. დაშავებულები ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს და თავს კარგად გრძნობენ. გარდაცვლილია […]
ნაციონალების მაჟორიტარობის კანდიდატ გოჩა კოკაიას ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოჩა კოკაიას საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. გოჩა კოკაია საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად, გლდანის რაიონში ნაციონალურმა მოძრაობამ ცოტა ხნის წარადგინა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. “რუსთავი 2”-ს “ენმ”-ის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ბინაში 4 სამართალდამცველი იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები “ენმ”-ის წევრის ბინაში სასამართლო დადგენილების საფუძველზე მივიდნენ და განაცხადეს, რომ ჩხრეკა […]
უბედური შემთხვევა ჩუბინაშვილზე – ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვით დაიღუპა
თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვით დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი გარდაცლილი მაშინ იპოვეს, როცა მათი საცხოვრებლიდან მეზობელთან წყალი ჩავიდა. მომხდარზე გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ვარკეთილში ინდოეთის მოქალაქეებმა 5 მოზარდი სახლში მოტყუებით შეიყვანეს, გააშიშვლეს და ფოტოები გადაუღეს
ვარკეთილში ინდოეთის მოქალაქეებმა 5 მოზარდი სახლში მოტყუებით შეიყვანეს, გააშიშვლეს და ფოტოები გადაუღეს. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1991 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1995 წელს დაბადებული რ.ს. თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს. გამოძიება […]
სასამართლომ თეა წულუკიანი სამართალდამრღვევად ცნო
სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო სასამართლომ იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს 10 სსიპ–ს ხელმძღვანელი სამართალდამრღვევად ცნო: – 2017 წლის 20–22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი, სსიპ საკანონმდებლო მაცნეს დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს […]
ელიავას ბაზრობაზე მოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა
საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ფ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ფ. 1999 წლიდან ე.წ. „ქურდულ სამყაროში“ აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. დაკავებული 2004 წლიდან რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა […]
ხანძრის მომენტში ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშული იყო
ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორის, გოჩა ხეცურიანის ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის პერიოდში ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშული იყო. მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში შენობაში იმყოფებოდნენ დაცვის სამსახურის თანამშრომლები. როგორც ხეცურიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ტექნიკურ საკითხებზე, მათ შორის ელექტროენერგიის ჩართვა-გამორთვაზე დეტალური ინფორმაცია არ გააჩნია და ამ ინფორმაციას ფლობს დაცვის სამსახური, რომლის წარმომადგენლებიც დღეს უკვე დაიკითხნენ. ხეცურიანის თქმით, მისთვის უცნობია ხანძრის გაჩენის […]










