– ჩვენ ხელოვნურად ვერ დავდგამთ აფგან მუხთარლის გატაცების სცენებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. როგორც მღებრიშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ამოღებული ჩანაწერები ყველა იმ ადგილიდან, რომელიც სამართალდამცველებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატმა მიუთითა, გადაეცა აფგან მუხთარლის ადვოკატსაც, თუმცა მას „არ მოეწონა“, რადგან გატაცება არ ჩანს. – აბსურდული და დაუჯერებელი ვერსიებიც კი მოვისმინეთ […]
კატეგორია: სამართალი
ფოთი მერი: „კითხვა ჩნდება, მთელს საქართველოში რატომ ჩნდება ეს ხანძრები“
ფოთის სავაჭრო ცენტრში 70-მდე მაღაზია დაიწვა. მაღაზიების მოვაჭრეთა ნაწილმა საკუთარი პროდუქციის გატანა შეძლო, ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ადგილზე ფოთის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს: – იწვის ყველაზე ძვირადღირებული საქონელი სადაც იყო, ის ადგილი და მე მიკვირს უბრალოდ, კითხვა ჩნდება ალბათ, […]
ფოთში სავაჭრო ცენტრი იწვის
ფოთში სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, თუმცა ჯერჯერობით ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, რის გამოც დამატებითი ჯგუფები სხვა ქალაქებიდან გამოიძახეს. ადგილზე რამდენიმე მოვაჭრე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
თბილისი-მარნეულის ავტომაგისტრალზე ავარიას 45 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
თბილისი-მარნეულის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, სოფელ კოდასთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, გზაზე ქვეითად მიმავალ 45 წლამდე ასაკის მამაკაცს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მძღოლის ვინაობა დადგენილია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
სუიციდის მცდელობა თბილისში – ახალგაზრდა მამაკაცი მე-8 საავადმყოფოს სახურავიდან გადმოხტა
“ნიუპოსტის” ინფორმაციით, დილის 6 საათზე, ყოფილი მერვე საავადმყოფოს შენობის სახურავიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოხტა. როგორც ,,ნიუპოსტს” თვითმხილველმა განუცხადა, საავადმყოფოს წინ მდებარე კორპუსის მაცხოვრებლემა დაგდებული მამაკაცი შენიშნეს. – ძლიერი დაცემის ხმამ გაგვაღვიძა, რომ გამოვედით, ბიჭი ძირს ეგდო, – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები. ახალგაზრდა მამაკაცი გადარჩა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარს ადასტურებენ შს სამინისტროში, როგორც ,,ნიუპოსტს” […]
სურამთან ტრაილერი ამობრუნდა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხანძარი გაჩნდა
თამაზ ბაკურიძე მისი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს-ს ულტიმატუმს უყენებს
უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მისი ძმის კობა ბაკურიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს მიმართავს. როგორც ბაკურიძე აცხადებს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღრული, თუმცა ვიდეო მტკიცებულებების ამოღება ამ დრომდე არ ხერხდება. თამაზ ბაკურიძის თქმით, თუ საგამოძიებო ორგანოები ბულვარის ტერიტორიიდან ვიდეო მასალებს დღის ბოლომდე არ ამოიღებენ, კობა ბაკურიძის ოჯახი რადიკალურ ზომებს მიმართავს. – მინდა მივმართო შინაგან […]
„ირაკლი ფირცხალავას ფიზიკური დაზიანებები აქვს“
კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, ფირცხალავას ფიზიკური დაზიანებები აქვს, თუმცა არ იცის დავარდნის შედეგად მოუვიდა, თუ ვინმემ დაარტყა. ამის შესახებ ველიჯანაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” გუშინ, ე.წ. მატროსოვის ციხეში ფირცხალავას მონახულების შემდეგ განუცხადა. – მას აღენიშნება დაზიანება თავზე და ფეხზე. გონება დაკარგა დაკითხვისას, მაგრამ ვინმემ დაარტყა და იქიდან აქვს დაზიანება, თუ წაიქცა და […]
მიხეილ რამიშვილი: „ოქრომჭედლები თუ ციანიდს არ იყენებენ, არ უნდა ენდოთ“
– იმ ოქრომჭედლების ნამუშევრებს, რომლებიც ციანიდს არ იყენებენ, არ უნდა ენდოთ, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც რამიშვილმა აღნიშნა, ციანიდი ოქრომჭედლობაში გამოიყენება და ეს არაერთმა ექსპერტმა და ქიმიკოსმა დაადასტურა. – კალიუმისა და ნატრიუმის ციანიდი ოქრომჭედლობაში გამოიყენება და ეს დამოკიდებულია ოქრომჭედელზე, თუ ვინ როგორი ხარისხის […]










