საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ბრალდებული, 4 შვილის დედა თეა სირაძე შეიწყალა.
”ინტერპრესნიუსს” ინფორმაციით, თეა სირაძემ სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულება უკვე დატოვა.
37 წლის თეა სირაძეს ბრალად ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედება, თუმცა იგი ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა, რის გამოც მათ ფიზიკურად გაუსწორდა.
კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი თეა სირაძე სასჯელს ქალთა კოლონიაში იხდიდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 4 შვილის დედას სასამართლომ 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

