ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით უკვე არსებობს ეჭვები. არსებული ინფორმაციით, იქ მოვაჭრე ადამიანებთან იყო შეთავაზება ტერიტორიის დატოვების. დიდუბის გამგებელი, რომელიც ხანძრის გაჩენის ადგილზე იმყოფებოდა, კატეგორიულად გამორიცხავს მსგავს ფაქტს და იმედოვნებს, რომ გამოძიება მიზეზებს დაადგენს.ელიავას ბაზრობაზე იმყოფება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, საეჭვოა ბოლო დროს ხანძრის გაჩენის შემთხვევები. – ხანძარი უჩნდებათ ბაზრობებს? ეს ეჭვი […]
კატეგორია: სამართალი
ელიავას ბაზრობაზე 15-მდე მაღაზიაა დამწვარი
დიდუბის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე, იმ შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, 15-მდე მაღაზიაა დამწვარი. ირმა ზავრადაშვილი დამწვარ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. – ვიზუალურად რასაც შევხედე, სადამდეც შემიშვეს, დამწვარია 15 მაღაზიამდე. ძირითადად შუშებია ჩამტვრეული და წყალია ჩამოსული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება და ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, დამწვარ ტერიტორიაზე შესვლა ვერ მოხერხდება, – განაცხადა ზავრადაშვილმა და აღნიშნა, რომ […]
“ჯორჯიან მანგანეზმა” სახელმწიფოს საგადასახადო დავა მოუგო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საგადასახადო დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ კერძო პირის გამარჯვებით დასრულდა. საქმე ეხებოდა შპს “ჯორჯიან მანგანეზში” სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წელს ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად 200 მილიონამდე თანხის დარიცხვის კანონიერების საკითხს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, საგადასახადო ორგანოს მხრიდან შპს “ჯორჯიან მანგანეზის” საგადასახადო დავალიანების განსაზღვრა განხორციელდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა […]
ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლეობაზე უარს ამბობს
ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანმა, ლევან მურუსიძემ, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მოთხოვნის მიზნით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავად უნდა მიმართოს. ლევან მურუსიძეს უფლება აქვს უვადო მოსამართლეობა მოითხოვოს, მურუსიძე ახალი ნორმების ამოქმედებამდე დაინიშნა მეორე გამოსაცდელი ვადით. საბჭოს ყოფილი მდივანი არ გამორიცხავს, რომ ამ რეგულაციით არ ისარგებლოს და უვადო მოსამართლეობაზე უარი თქვას. – […]
ყანის დახვნისთვის დაკავებულ ტრაქტორისტს 2 წლიან პატიმრობა ემუქრება
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე გიორგი ზვიადაძე) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის მაცხოვრებლის, 38 წლის ტრაქტორისტის, რამაზ ჩხიკვაძის საქმის განხილვა დაიწყო.ჩხიკვაძეს კანონის დარღვევას ედავებიან და სასამარლო მისთვის ორწლიან პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ტრაქტორისტი, მიმდინარე წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საკუთარი ტრაქტორით, საკუთარი ყანის დახვნის მცდელობისას, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. დაკავების ოპერაციას, ჩხიკვაძის მეზობლების თქმით, ადგილობრივი პოლიციის უფროსი […]
ქუთაისში ჟურნალისტს თავს დაესხნენ
გვიან ღამით ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში საინფორმაციო ანალიტიკური პორტალ “ქუთაისი თუდეის” დამფუძნებელს, ბუბა ჩივაძეს თავს დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, ის საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. მისი თქმით, მას უცნობი, ავტომანქანით აედევნა და ერთ-ერთ შუქნიშანზე თავს დაესხა. ჩივაძე ამბობს, რომ თავდამსხმელმა მას საქარე მინა ჩაუტეხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდამსხმელს ნიღაბი არ ეკეთა, თუმცა მან ის ვერ ამოიცნო. უცნობია […]
რუსთავში კაცი მე-9 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა
რუსთავის მე-19 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ფაქტი “პირველს” შს სამინისტროში დაუდასტურეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თბილისში, ბერი სალოსის ქუჩაზე, სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა
თბილისში, ბერი სალოსის ქუჩაზე, სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ადგილზე სასწრაფო, სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. “პირველს” შს სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე […]
კვარიათში ავტომობილი ზღვაში გადავარდა
კვარიათში მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ზღვაში გადავარდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ხუთივე პირის ზღვიდან ამოყვანა შეძლეს ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. ნიუპოსტი










