ნაციონალების მაჟორიტარობის კანდიდატ გოჩა კოკაიას ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს

ნაციონალების მაჟორიტარობის კანდიდატ გოჩა კოკაიას ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობსერთიანი ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოჩა კოკაიას საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

გოჩა კოკაია საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად, გლდანის რაიონში ნაციონალურმა მოძრაობამ ცოტა ხნის წარადგინა.

ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

“რუსთავი 2”-ს “ენმ”-ის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ბინაში 4 სამართალდამცველი იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები “ენმ”-ის წევრის ბინაში სასამართლო დადგენილების საფუძველზე მივიდნენ და განაცხადეს, რომ ჩხრეკა ყალბი დოკუმენტების აღმოჩენის მიზნით მიმდინარეობს.

ასევე ცნობილია, რომ პირადად გაჩხრიკეს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც.

საგამოძიებო მოქმედება “ენმ”-ის წევრის ოჯახში ერთ საათზე მეტია რაც გრძელდება, თუმცა, დოკუმენტები პოლიციამ ამ დრომდე ვერ აღმოაჩინა.

“პირველი” მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან აზუსტებს.

pia.ge