კატეგორია: სამართალი

ჯარისკაცმა სამხედრო ბაზაზე თავი მოიკლა

2017 წლის 26 ივნისს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზის ტერიტორიაზე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის საკონტრაქტო მოსამსახურემ, 1995 წელს დაბადებულმა პირველი კლასის რიგითმა ი.ი. განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, მასზედ განპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში გასროლით ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა. თავის არეში მიყენებული ჭრილობისაგან ი. ი. ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა […]

პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი, სასამართლოზე დაიკითხება

– ფაქტობრივად მოიტაცეს ადამიანი, როგორც ამას აკეთებენ ჩვეულებრივად, – ამის შესახებ პრეზიდენტის შვილმა ანა მარგველაშვილმა მიხეილ თათარიშვილის პროცესის დაწყებამდე განაცხადა. ანა მარგველაშვილი დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით უნდა დაიკითხოს. როგორც პრეზიდენტის შვილმა აღნიშნა, საკუთარი ჩვენებით დაადასტურებს, რომ მიხეილ თათარიშვილის დაკავება უკანონოდ მოხდა. – მე ვიყავი სურამში დაკავების მეორე დღეს, ვესაუბრე იქ პერსონალს და ყველაფერი რაც იქ […]

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – გარდაცვლილია 9 წლის ბავშვი

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი 9 წლის ბავშვს შეეჯახა. მოზარდი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ამჟამად პროზექტურაშია გადაყვანილი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ფრთხილად, მძღოლებო! – გზებზე 3.000-მდე ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება

საქართველოს მასშტაბით 3.000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება. როგორც ”ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, ე.წ. ჭკვიანი კამერების მონტაჟი ივლისის ბოლოდან დაიწყება და სისტემა ეტაპობრივად ამოქმედდება. თავდაპირველად ე.წ. ჭკვიანი კამერების განთავსება დიდ ქალაქებში, შემდგომ კი ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სატესტო რეჟიმმა აჩვენა, რომ აღნიშნულ სისტემას დარღვევები ფაქტობრივად არ ეპარება. – […]

ვაჟა ფშაველას გამზირზე მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ვაჟა ფშაველას 37 ნომერში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-7 სართულს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაახლოებით 30 კვ.მ ფართობი დაიწვა. ერთმა მამაკაცმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ცეცხლის ჩაქრობა გამთენიისას მოხერხდა. ვაჟა ფშაველას გამზირზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო მანქანა. ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია. ნიუპოსტი

რუსთავში უცნობები ბავშვის გატაცებას ცდილობდნენ

ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ ბავშვების გატაცების მცდელობის ფაქტებზე. ზოგი ყვება, რომ მონაზონის ფორმაში გამოწყობილი ქალი ბავშვებს თავის მანქანაში ეპატიჟებოდა, ზოგიერთის თქმით კი, წითელ, “ჟიგულის” ფირმის ძველ მანქანაში, შოკოლადის და სათამაშოების მეშვეობით იტყუებდნენ არასრულწლოვან ბავშვებს. ამის შესახებ მხოლოდ საუბრობენ, დადასტურებული ფაქტები ან შესაბამისი ორგანოებიდან რაიმე მტკიცებულება ჯერ არ ყოფილა… დღეს რუსთავში მცხოვრებმა თამი გოგოჭურმა სოციალურ ქსელში […]

პროკურორი: „ბრალდებულ მამალაძეს ციანიდი „დეზოდორის“თავსახურში ჰქონდა დამალული“ 

 – ბრალდებულს სურდა საკუთარი ხელით გაეხსნა „დეზოდორი“, სადაც მალულად ჰქონდა ციანიდი და ისე დაემალა ის, რომ გამოძიებას ვერ ენახა. თუმცა მას შემთხვევით დაუვარდა ის და ეს მოწმეებმაც დაინახეს, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სასამართლოს სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც წიკლაურმა აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე მოწმეებმა ისაუბრეს იმ ფაქტებზე, რომლის მიხედვითაც […]

 სასტიკი შურისძიება 8 წლის შემდეგ – 27 წლის გიორგი ფირცხელიანის მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ

გარდაცვლილის სახელი 2009 წელს ქუთაისში მომხდარ კრიმინალურ გარჩევაში ფიგურირებს, სადაც ორი ახალგაზრდა დაჭრეს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მკვლელობის მოტივი სწორედ ქუთაისში მომხდარი შემთხვევა იყოს. სამართალდამცავები 27 წლის გიორგი ფირცხელიანის მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ. როგორც “ნიუპოსტს” უწყებაში განუცხადეს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია და ამჟამად მის დასაკავებლად […]

დეკანოზ გიორგი  მამალაძის ზიარებას მეუფე იაკობი ეწინააღმდეგება

ციანიდის საქმე – სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მოწმეების დაკითხვით განახლდება. დაცვის მხარისთვის უცნობია პროკურატურა რამდენ მოწმეს წარმოადგენს, ასევე უცნობია მათი ვინაობა. მოწმეებისთვის შეკითხვების დასმას დაკავებული დეკანოზის ადვოკატებიც გეგმავენ. სასამართლო სხდომების საჯაროობას დეკანოზის დაცვის მხარე და ოჯახის წევრები კვლავ ითხოვენ: – ზიარებასთან დაკავშირებით ტაბუ დადებული იქნა ორიოდე დღის უკან მეუფე იაკობის მიერ. აქედან გამომდინარე, არ მგონია, […]

შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილი გივი თარგამაძეზე თავდასხმაში რაიმე მონაწილეობას უარყოფს

შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილი გივი თარგამაძეზე თავდასხმაში რაიმე მონაწილეობას უარყოფს. როგორც ჭიჭიაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, გივი თარგამაძის ბრალდებები მის მიმართ არის ცილისწამება. – უსამართლობის გრძნობა მიპყრობს და რა თქმა უნდა ვბრაზობდი კიდეც, ეს ხომ ჩვეულებრივი, ადამიანური მომენტია. რამის დაბრალება ყველანაირი საფუძვლის გარეშე უსამართლობაა და ასე არ შეიძლება. მე გივი თარგამაძის აფეთქების საქმეში არც პირდაპირი, […]