გურამიშვილის გამზირზე, ”აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან” მომხდარ შემთხვევაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილია 4 ადამიანი. როგორც თვითმხილველებმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულები უნივერსიტეტში მიმდინარე სპორტული ღონისძიებიდან გამოდიოდნენ, რა დროსაც მათ 2 თავდასხმელი დაესხა თავს და ცივი იარაღით დაჭრა. მათივე თქმით, დაჭრილთაგან 2 სპორტსმენია, 2 კი გულშემატკივარი. მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, 2 – მსუბუქად, კიდევ ერთს სხეულზე […]
კატეგორია: სამართალი
ირაკლი ჩხვირკვია მეოთხე დღეა ციხეში შიმშილობს
ბათუმის მოვლენების საქმეზე დაკავებული ირაკლი ჩხვირკვიას ადვოკატი, გიორგი ონიანი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე მეოთხე დღეა რაც შიმშილობს. ჩხვირკვია თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. მისი პროტესტის მიზეზი მისთვის წაყენებული ბრალდებაა, რაშიც იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდებული ციხეში შექმნილ პირობებსაც აპროტესტებს. ამასთან იგი სახალხო დამცველთან შეხვედრასა და ქუთაისიდან თბილისში ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას ითხოვს. […]
ვინ გეგმავდა ქორეპისკოპოს იაკობის მკვლელობას?!
პროკურატურაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი გამოიკითხა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, კოსოვოს, ერაყისა და ავღანეთის ომის მონაწილე ზაზა ქვარაია ადასტურებს, რომ ის ქალაქის პროკურატურამ ქორეპისკოპოსი იაკობის მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოკითხა. მისი თქმით, კითხვები სამხედრო მაღალჩინოსანს მეუფე იაკობის მკვლელობის მცდელობის შესახებ ჯერ სამხედრო პოლიციაში, შემდეგ კი პროკურატურაში დაუსვეს. გამოძიება სამხედრო მოსამსახურით ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, არჩილ გამზარდიას დაკითხვის შემდეგ […]
თელეთის გზაზე ავტობუსი ამობრუნდა, არიან დაშავებულები
მარნეულის ავტომაგისტრალის თელეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა. მგზავრების ამოყვანა ავტობუსის სავენტილაციო ლუქებიდან მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. არიან დაშავებულები. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, სომხური სანომრე ნიშნებიანი ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა. არიან დაშავებულები, სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სისხლის სამართლის საქმე 276-ე […]
ირაკლი მამალაძე: „ფირცხალავამ დაასახელოს, რომელი ჟურნალისტი, სასულიერო პირი ან ლგბტ მიმხელია ამ დრომდე”
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი ფირცხალავას მიერ აგენტ-პროვოკატორად დასახელებული ირაკლი მამალაძე რუსთავი 2-თან საუბარში ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ფირცხალავას ბრალდებები აბსურდულია: – ისეთი ურეპუტაციო, მდაბიო და სერიული მკვლელი, როგორიც არის ირაკლი ფირცხალავა, რომელმაც საკუთარი სიმართლე ვერ დაამტკიცა სასამართლოში, ჩემს აგენტობაზე რომ საუბრობს ცოტა უხერხულია. ძალიან მაინტერესებს, რომელ ოპერაციებში მიმიღია მონაწილეობა, როცა საუბრობს რომ სამმაგი აგენტი […]
ირაკლი ფირცხალავა: “ირაკლი მამალაძე აგენტი-პროვოკატორია”
ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური წერილი ციხიდან პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ფირცხალავას განცხადებით ე.წ ციანიდის საქმის „ოქროს მოწმე“ ირაკლი მამალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტ-პროვოკატორია.ირაკლი ფირცხალავას თქმით მან აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება მას შემდეგე გადაწყვიტა, რაც სუს-მა თავისი აგენტი საჯარო ლუსტრაცია თავადვე მოახდინა. ირაკლი ფორცხალავას განცხადებით ირაკლი მამალაძე ძალოვანი უშიშროების აგენტი, ჯერ კიდევ მისი ძალოვან უწყებაში […]
ვაჟა-ფშაველას გამზირზე 27 წლის მამაკაცი მოკლეს
ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან საღამოს მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, სროლას წინ ჩხუბი უძღოდა. დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ,,ნიუპოსტი” შს სამინისტროს დაუკავშირდა, მომხდარს ადასტურებენ უწყებაში. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღის უკანონო ტარება შეძენა-შენახვა) და 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლებით. დამატებით დეტალებზე […]
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე მას მხარი საბჭოს 246 წევრმა დაუჭირა, მეორე კანდიდატს რევაზ ნადარაიას კი 25 ხმა ჰქონდა. გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტი 4 წლის ვადით ჩაიბარა. მან ლევან მურუსიძე შეცვალა. გიორგი მიქაუტაძე ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა. როგორც მან კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა, იუსტიციის უმაღლესი […]
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ვინაობა ცნობილია
დღეს მოსამართლეთა 21-ე რიგგარეშე კონფერენციაზე სასამართლო კორპუსმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 ვაკანტურ პოზიციაზე მოსამართლე წევრები აირჩია. ფარული კენჭისყრის შედეგებით საბჭოს ახალი წევრები არიან ირაკლი შენგელია, დიმიტრი გვრიტიშვილი, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი ბონდარენკო. დღესვე გაირკვევა საბჭოს ახალი მდივნის ვინაობა.
მიხეილ ჩინჩალაძე – “სკამს არ გამოვეკიდები”
– მე მინდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყოს ახალი თაობის მოსამართლე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს და უპასუხებს საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძემ განაცხადა. მიხეილ ჩინჩალაძემ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც უპასუხა და განაცხადა, რომ “თითიდან გამოწოვილ” ბრალდებებს არაერთხელ გასცა პასუხი. – ჩემ მიმართ არის აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა, მე ყველა […]










