დეკანოზ გიორგი  მამალაძის ზიარებას მეუფე იაკობი ეწინააღმდეგება

დეკანოზ გიორგი  მამალაძის ზიარებას მეუფე იაკობი ეწინააღმდეგებაციანიდის საქმე – სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მოწმეების დაკითხვით განახლდება. დაცვის მხარისთვის უცნობია პროკურატურა რამდენ მოწმეს წარმოადგენს, ასევე უცნობია მათი ვინაობა. მოწმეებისთვის შეკითხვების დასმას დაკავებული დეკანოზის ადვოკატებიც გეგმავენ.

სასამართლო სხდომების საჯაროობას დეკანოზის დაცვის მხარე და ოჯახის წევრები კვლავ ითხოვენ:

– ზიარებასთან დაკავშირებით ტაბუ დადებული იქნა ორიოდე დღის უკან მეუფე იაკობის მიერ. აქედან გამომდინარე, არ მგონია, ახლო მომავალში აღმოჩნდეს რომელიმე სასულიერო პირი, რომელიც ამას გადაუდგება, – აცხადებს დეკანოზის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია.