კატეგორია: სამართალი

ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტზე დაკავებულ ალექსანდრე ინდუაშვილს 17-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ცეცხლის გახსნის ფაქტზე დაკავებულ ალექსანდრე ინდუაშვილს 17-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. შემთხვევა 2016 წლის 2 ოქტომბერს მოხდა, როცა ირაკლი ოქრუაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რანგში შეხვედრას მართავდა. – გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის […]

სტამბოლის პოლიციამ საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე დააკავა

სტამბოლის პოლიციამ საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს მოქალაქეებისთვის თანხების გამოძალვა ედებათ ბრალათ. როგორც თურქული მედია წერს, ქართველებისგან შემდგარი ჯგუფი სტამბოლში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდა. თურქულ მედიაში ასევე მოყვანილია დაკავებული ქართველების ინიციალები: მიხეილ ჯ (31 წლის), მამუკა ჯ (39 წლის), ტარიელ ს (46 წლის), ემზარ რ (54 წლის), მალხაზ გ (30 […]

თორნიკე მამალაძე: „დღეს ვაცლით და მერე საპატრიარქოსთან დავდგებით ოჯახის ყველა წევრი მამა გიორგის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ვიდრე არ მიგვიღებენ“

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრის მოთხოვნით თბილისში ჩამოსვლასა და „საპატრიარქოსთან განთავსებას“ გეგმავს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მამა გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა, ოჯახი დღეს საპატრიარქოდან პასუხს კიდევ დაელოდება, ხვალ ან ზეგ კი, ოჯახის წევრები, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები თბილისში, საპატრიარქოსთან ჩამოვლენ და პატრიარქთან შეხვედრას მოითხოვენ. – დავდგებით, ვიდრე არ მიგვიღებენ. დღეს ვადროვებთ მათ. თუ არ […]

ვარკეთილში მკვლელობა მოხდა

ვარკეთილში მკვლელობა მოხდა ვარკეთილში მკვლელობა მოხდა. მესამე მიკრორაიონში 40-წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების განმარტებით, საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

რუსთავში მშობიარობის დროს 28 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა

რუსთავში მშობიარობის დროს 28 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა რუსთავში, კლინიკა ,,რუსთავში” მშობიარობის დროს 28 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მშობიარე სამშობიაროში გამთნიისას მიიყვანეს. ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს, 28 წლის ქალი კი გარდაიცვალა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ათენში ძარცვის ბრალდებით 7 ქართველი დააკავეს

ათენში 7 საქართველოს და 1 უკრაინის მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი მაღაზიებისა და ბინების ძარცვაში, მკვლელობაში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასა და ნარკოტიკების შენახვაში აქვთ წარდგენილი.საბერძნეთის სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძარცველები შეიარაღებულები იყვნენ.

ფოთის წისქვილკომბინატში ძლიერი აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

ფოთის წისქვილკომბინატში ძლიერი აფეთქება მოხდა. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, დაშავებულია 2 ადამიანი, რომლებიც ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, ორივე მათგანს ძლიერი დამწვრობა და ტვინის შერყევა აქვთ აღენიშნება. ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები. აფეთქების გამო ქალაქში პანიკა მოიწვია. წისქვილკომბინატის ტერიტორიიდან კი ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. აფეთქების გამომწვევი, სავარაუდოდ, წისქვილკომბინატის ძრავზე ცეცხლის გაჩენა გახდა.

ანტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

თურქეთში მძარცველების ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან, მათ შორის – ერთი ქალი. მძრცველების იდენტიფიცირება ანტალიის პოლიციამ სათვალთვალო კამერების მეშვეობით შეძლო. დაკავებულთა საცხოვრებელი ბინებიდან სამართალდამცვებმა ძვირფასი ნივთები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. ნიუპოსტი

ხაჯიმბას მძღოლმა 14 წლის გოგონა გააუპატიურა

ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა. ინფორმაცია ამის შესახებ ე.წ შსს-ს საიტზე გამოქვეყნდა. გამოძიების მიხედვით დადგინდა, რომ 12 ივნისს დილის 4 საათზე ასტამურ ჯაპუა მივიდა არასრულწლოვანი გოგონას სახლთან და ის იარაღის მუქარით და ფიზიკური ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვა, შემდეგ ის ქვემო ეშერას მიტოვებულ სპორტდარბაზის ტერიტორიაზე მიიყვანა. მიაბა ხეზე, რამდენიმე […]

გორის ვიცემერი, გოგა რაზმაძე, ოჯახის ძიძამ დააყაჩაღა – პოლიცია დანაშაულის დეტალებს ასაჯაროებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში ქალაქის ვიცემერის, გოგა რაზმაძის ოჯახის დაყაჩაღების შესახებ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. გამოძიების ინფორმაციით, 1986 წელს დაბადებულმა მ. ჯ.-მ, რომელიც, დაახლოებით, სამი წელია, გორში რაზმაძის ოჯახში ძიძად მუშაობს, რამდენიმე თვის წინ, სახლიდან ფარულად წამოიღო ოქროს ნივთები. როგორც მან დაკითხვისას აღიარა, საძინებელ ოთახში მდგარი ტანსაცმლის კარადიდან გადმოიღო ჩანთა, სადაც მოთავსებული იყო ოქროს ნივთები, მათი […]