ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში ერთმანეთს “ოპელისა” და ,”ბმვ,”-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა. არის მსხვერპლი. თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილია “ოპელში” მყოფი ადამიანი. დაშავებულია 6 ადამიანი. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და […]
კატეგორია: სამართალი
გორის ვიცე მერის, გოგა რაზმაძის, ბინა დააყაჩაღეს – ქალად გადაცმულმა მძარცველებმა ტყუპების ძიძას თავში ჩაარტყეს
გორში ქალაქის ვიცე მერის ბინა დააყაჩაღეს. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნიღბიამები ბინაში იმ დროს შიჭრნენ, როდესაც ვიცე მერი გოგა რაზმაძე და მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდნენ. qartli.ge-ს ცნობით, უცნობმა პირებმა, სავარაუდოდ, ქალის ფორმაში გადაცმულებმა, გოგა რაზმაძის ბინაში შეაღწიეს. ოჯახში ძიძა, 9 თვის ბავშვებთან ერთად, იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, ნიღბიანმა […]
ბათუმში, ეშმაკის ბორბლიდან, 67 წლის მამაკაცი გადმოვარდა
ბათუმში, ეშმაკის ბორბლიდან, 67 წლის მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე პატიმრობაში დატოვეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული დავით ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს. დავით ხარშილაძეს თავდებში დაუდგა„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რომელიც გარანტორი იყო, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და ხარშილაძის გათავისუფლების შემთხვევაში, ის მართლმსაჯულებას არ მიემალებოდა. საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. გაზეთ […]
ზაზა ხატიაშვილი ელისო კილაძის შვილს თავდებში უდგება
„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მზად არის ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს თავდებში ჩაუდგეს. -მე ვუდგები ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძეს პირად თავდებში. ეს ჩვეულებრივი, მიღებული პრაქტიკაა. ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ის დაესწრება პროცესებს და ხელს არ შეუშლის გამოძიებას. ვთვლი, რომ დავით ხარშილაძე არის პოლიტიკური პატიმარი, რომლის დაკავება მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ ელისო კილაძე საკმაოდ კრიტიკულად […]
ნიკა შავიშვილი: “გია ჯიბლაძის გამტაცებლებმა შარშან მეც გამიტაცეს”
ბიზნესმენის გატაცების კიდევ ერთი ფაქტის შესახებ ხდება ცნობილი – არსებული ინფორმაციით, “სვეტის” დამფუძნებლის გატაცების საქმეზე ბრალდებულმა პირებმა, 10 თვის წინ, კიდევ ერთი ბიზნესმენი ნიკა შავიშვილიც გაიტაცეს. შავიშვილი ცნობილი მოქანდაკის ოჯახის კომპანიის კიდევ ერთი ბიზნესპარტნიორი იყო. როგორც ირკვევა სამშენებლო კომპანია “კიდ არქიტექტურის” დამფუძნებლის გატაცების საქმეს შს სამინისტრო იძიებს. ნიკა შავიშვილი მომხდარ ფაქტზე ვრცელ კომენტარს არ აკეთებს, […]
როსტომაშვილზე თავდამსხმელი პოლიციას გაექცა?
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ინფორმაციით იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდამსხმელი პოლიციას ისნის სამმართველოდან გაექცა. – თავდამსხმელი კი დააკავეს მაგრამ ამ წუთას ისნის რაიონული პოლიციის სამმართველოდან გაექცათ, – წერს მელია “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად პირველი რადიო შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა სადაც განგვიცხადეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. იუმორისტ დათო როსტომაშვილს თავს 14 ივნისს […]
ზურაბ წერეთლის ოჯახი გია ჯიბლაძეს სასამართლოში უჩივის
ცნობილი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის ოჯახი სამშენებლო კომპანია “სვეტის” დამფუძნებლის, გია ჯიბლაძის, სკანდალურ ბრალდებებს ბრალდებებით პასუხობს და სასამართლოში ჩივის. ზურაბ წერეთლის შვილიშვილი, ვასილ წერეთელი ქართველ ბიზნესმენს პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ გია ჯიბლაძემ ცნობილი მოქანდაკის სახელი საქმისთვის მეტი რეზონანსულობის მისაცემად გამოიყენა. ლევან ჩქარეული, პირი, რომელიც გია ჯიბლაძის გატაცების ბრალდებით დააკავეს, ვასილ წერეთლის კომპანიის […]
იუმორისტი დათო როსტომაშვილი ბეისბოლის ჯოხით სცემეს
დაახლოებით ერთი საათის წინ, 5 დეკემბრის ქუჩაზე, იუმორისტ დათო როსტომაშვილს თავს უცნობი ნიღბიანი პირი დაესხა და ბეისბოლის ჯოხით სცემა. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. როსტომაშვილი, ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. მას თავის ღია ჭრილობა და სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, ცხელ კვალზე დაკავებული ერთი პირი. ფოტოებს GeorgianTimes-ი ავრცელებს.
ბირჟა მაფიის საქმე – პროკურატურამ რეპერი მასტერი დაკითხა
თბილისის პროკურატურაში „ბირჟა მაფიას“ საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე რეპერი მასტერიც (გიორგი პავლიაშვილი) იმყოფებოდა. როგორც დაკითხვიდან გამოსულმა რეპერმა განაცხადა მან საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია მიაწოდა მისი და ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, გიორგი ქებურიას, მიმოწერის შესახებ, რომელიც „ბირჟა მაფიას“ ვიდეოკლიპს ეხებოდა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულმა ვიდეომ პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია, მან სწორედ გიორგი ქებურიასგან მიიღო. – მქონდა ჩემ […]










