ფოთის წისქვილკომბინატში ძლიერი აფეთქება მოხდა.
“ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, დაშავებულია 2 ადამიანი, რომლებიც ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ექიმები აცხადებენ, ორივე მათგანს ძლიერი დამწვრობა და ტვინის შერყევა აქვთ აღენიშნება.
ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები.
აფეთქების გამო ქალაქში პანიკა მოიწვია. წისქვილკომბინატის ტერიტორიიდან კი ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
აფეთქების გამომწვევი, სავარაუდოდ, წისქვილკომბინატის ძრავზე ცეცხლის გაჩენა გახდა.

