ათენში 7 საქართველოს და 1 უკრაინის მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი მაღაზიებისა და ბინების ძარცვაში, მკვლელობაში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასა და ნარკოტიკების შენახვაში აქვთ წარდგენილი.საბერძნეთის სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძარცველები შეიარაღებულები იყვნენ.

