კატეგორია: სამართალი

ლევან ალაფიშვილი: “ვერ გავიგე, რა ნიშნით აჯობა შოთა გეწაძემ კოტე კორკელიას”

იურისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან”  სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატებზე საუბრობს, რომლებიც მთავრობამ უკვე შეარჩია. – ამ კონკურსის წინარე პერიოდი როგორ სამარცხვინოდ განვითარდა ჩვენი სახელმწიფოსთვის, ყველას კარგად ახსოვს. ეს იყო მართლაც უპრეცედენტო ფაქტი. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გვითხრა, ამ გზითა და ამ მეთოდებით შერჩეული კანდიდატები ჩვენთვის მიუღებელიაო. ამიტომ საჭირო გახდა კონკურსის ხელახლა […]

აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საბაილსკის რაიონულმა სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ სააგენტო „თურანი“ ადვოკატ ელჩინ სიდიგოვზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, მუხტარლის ახალი ბრალდება წარედგინა – ძალის გამოყენებით მესაზღვრის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა. აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. როგორც თავად […]

რა არის „ლურჯი ვეშაპი“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერნეტთამაშ „ლურჯი ვეშაპთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება უკვე დაიწყო. – უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული თამაში „ლურჯი ვეშაპი“, რომლის ძირითად მომხმარებლებს არასრულწლოვნები წარმოადგენენ. აღნიშნული თამაში გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. […]

ზაზა ხატიაშვილი: „ჩინჩალაძის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა ხალხის შეურაცხყოფაა“

– ჩინჩალაძე, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ციხეში უნდა მჯდარიყო, ჯერ უვადოდ გაამწესეს სასამართლოში და ახლა ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნეს. სასამართლო სისტემა ჩინჩალაძის ხელში გადავიდა, რომელიც მოსპობს სამართლიან სასამართლოზე ოცნებას, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი “ახალი თაობასთან”. როგორც ხატიაშვილი აცხადებს, სააკაშვილის რეჟიმი იდგა მურუსიძეებზე, ჩინჩალაძეებზე, მეიშვილებზე, ცერცვაძეებსა და კუბლაშვილებზე. ეს ხუთი ადამიანი იყო, რომელიც მართავდა სააკაშვილის დროს სასამართლო […]

ირაკლი შოთაძე: „ციანიდის საქმეში არ არსებობს არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრი“

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრი არარსებობს. შოთაძის განცხადებით, საქმე ესაძლო თანამონაწილეების, ასევე სხვა პირების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება. – ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბრალდების ნაწილში წარიმართა საქმე სასამართლოში. მიმდინარეობს არსებითი განხილვა. რაც შეეხება მის შესაძლო თანამონაწილეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, ამაზე უკვე გავაკეთეთ განცხადება. ამაზე ცალკე გამოიყო საქმე […]

შსს–მ აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყება განმარტავს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. – აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას […]

მეუფე პეტრე: „ხელისუფლება დაფიქრდეს, თეთრუაშვილი ყველაფერზე წამსვლელია“

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ რაიმე სახის მზაკვრული გეგმა მზადდება. – უფრო მეტს ვფიქრობ, ჩნდება კითხვის ნიშანი, ხომ არ არის, ღმერთმა დაგვიფაროს და უფრო მზაკვრული ჩანაფიქრი, რაც გერმანიაში არ განხორციელდა და რისი დაბრალებაც სხვისთვის უნდოდათ და აქ ხომ არ არის დაგეგმილი და ამ სიბინძურეზე წამსვლელი იცოდნენ, რომ არ იყო ზურაბი […]

“პატრიარქი მზად იყო, დეკანოზი გიორგი მამალაძე გამოეშვათ” – რას ამბობს დეკანოზის ძმა

ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მზად იყო მამა გიორგი მამალაძის თავდებით გათავისუფლება მისი შუამდგომლობით მომხდარიყო. ამის შესახებ დეკანოზის ძმამ გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. – როდესაც პატრიარქი ჩამობრძანდა გერმანიიდან, პირველივე დღეს ჩვენი ადვოკატები შეხვდნენ პატრიარქს, პატრიარქმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მამა გიორგის დანაშაულში ეჭვი შეაქვს, პატრიარქმა დააფიქსირა ის პოზიცია, რომ […]

  ავარია კახეთში – დაშავებულია 3 ადამიანი

გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა განცხადებით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. სვტოსაგზაო შემთხვევამ მაგისტრალზე შეფერხება გამოიწვია. ოპელის მარკის მანქანა თავდაპირველად გოლფს, შემდეგ კი ჰონდას მარკის ჯიპს შეეჯახა. ორი მგზავრი და მძღოლი მოტეხილობებითა და სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფოს ბრიგადებმა გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყვარელში სკოლის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში მე-10 კლასელი გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სოფელ ახალსოფელში დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.