თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა. შუახნის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
კატეგორია: სამართალი
“ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა”- ქობულეთში გარდაცვლილი სასტუმროს მეპატრონის წერილი
ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ მეპატრონემ ზაზა (ჯემალ) ართმელაძემ, რომელიც გუშინ გარდაცვლილი ნახეს, წერილი დატოვა, რომელსაც “საზოგადოებრივი მაუწყებელი” აქვეყნებს: – იმ ავბედით დღეს, როდესაც სამი ბავშვი დაიღუპა, სამწუხაროდ მიშველების საშუალებაც არ მომეცა, რისთვისაც სიცოცხლეს არ დავიშურებდი, მთელი ჩემი არსებით, მაგრამ სამწუხაროდ, ძებნა დაიწყო გარეთ, ქუჩაში, ბაღში, ზღვის, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც სავარაუდოდ, ოჯახი დღეს გამოაქვეყნებს. ამასთან, […]
რომელი უცხო ენა იცით ბატონო შოთა? – ,,არ ვაკეთებ კომენტარს”
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის შეთავაზებას , პირდაპირ ეთერში მათთვის სასურველ ენებზე საჯარო გასაუბრებას გაიარონ, ევროსასამართლოს მოსამართლეობის არც ერთი კანდიდატი არ გამოხმაურებია. „პირველი რადიო“ ერთ-ერთ კანდიდატს შოთა გეწაძეს დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარზე უარი განაცხადა. „არ ვაკეთებ კომენტარს“ – განუცხადა პირველ რადიოს გეწაძემ. შეთავაზების მიზეზი, ის კითხვის ნიშნები გახდა, რომელიც კანდიდატების მიერ სამართალწარმოების უცხო ენაზე ფლობას ეხება. შეგახსენებთ, რომ […]
ქობულეთში სასტუმრო ”არმაზის” ერთ-ერთმა მფლობელმა ზაზა ართმელაძემ თავი ჩამოიხრჩო
ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთი მფლობელი, რომელშიც გაჩენილ ხანძარსაც ორი წლის წინ, რუსთავის ცეკვის ანსამბლის 3 წევრი ემსხვერპლა, გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს. უწყების განმარტებით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ქობულეთის სასტუმროში უბედური შემთხვევა 2015 წლის […]
მამაკაცს თბილისში 45.000 ლარი გასტაცეს
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყაჩაღებმა მამაკაცს სავარაუდოდ 45.000 ლარი გასტაცეს. როგორც ირკვევა, თავდამსხმელებმა სწრაფი გადახდის აპარატების კომპანიის თანამშრომელს წაართვეს ფული. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელებმა მანქანა დატოვეს. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ითვალისწინებს. ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სპეცოპერაცია – პოლიციამ 200.000 დოლარის გამოძალვის საქმეზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა
თბილისში, შარტავას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ორი ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაცია საბურთალოს ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე ჩატარდა. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გაავრცელა. – ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული რ.ჟ. და 1983 წელს დაბადებული ბ.ჯ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი ერთ-ერთ ბიზნესმენს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200.000 აშშ დოლარს […]
ედიშერ ქარჩავა: „სოსო ოხანაშვილი გერმანიიდან მითვლის გაჩუმდიო“
საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, იმ ჯგუფის აქტიური მხარდამჭერი იყო, რომელსაც პატრიარქის მკვლელობა ქონდა განზრახული: – ამ ჯგუფში ერთერთი აქტიური მხარდამჭერი არის სოსო ოხანაშვილიც. ის დღეს გერმანიიდან მითვლის, რომ დედაოების პირით, რომ გაჩუმდესო. რატომ უნდა გავჩუმდე? სიმართლეს ვამბობ. ერთ-ერთი დიდი, მაღალი იერარქი გამოვიდა და გამოძიებას სთხოვა, რომ სოსო ოხანაშვილის […]
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ჩინჩალაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 1 წევრი. აღსანიშნავია, რომ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოში უვადოდ რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. ჩინჩალაძის კანდიდატურას აპროტესტებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ ისეთი ოდიოზური ფიგურები, როგორიც მიხეილ ჩინჩალაძე […]
სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში – არიან დაკავებულები
თბილისში საბურთალოს ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.როგორც “ნიუპოსტს” ადგილიდან აცნობეს, შენიშნება სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია ორი ადამიანი, ისინი სავარაუდოდ ნარკორეალიზატორები არიან. “ნიუპოსტი” დეტალების გარკვევას ამ წუთებში შს სამინისტროში ცდილობს.
ლადო ჭანტურია ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია
იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დასრულდა. მთავრობისთვის გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 5-კანდიდატიანი სია შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ლადო ჭანტურია – 5 ; 2. სოფიო ჯაფარიძე – 4.69; 3. შოთა გეწაძე – 3.85; 4. თამარ ალანია – 3.77; 5. ირაკლი დონდოლაძე – 3.69. კომისია კანდიდატებს მთავრობას […]










