გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველთა განცხადებით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. სვტოსაგზაო შემთხვევამ მაგისტრალზე შეფერხება გამოიწვია.
ოპელის მარკის მანქანა თავდაპირველად გოლფს, შემდეგ კი ჰონდას მარკის ჯიპს შეეჯახა. ორი მგზავრი და მძღოლი მოტეხილობებითა და სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფოს ბრიგადებმა გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

