თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, იგოეთთან ავარია მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებულ ინფორმაციით, გარდაცვლილია ორსული ქალი. შემთხვევის ადგილას პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
კატეგორია: სამართალი
„აფგან მუხთარლის გატაცებაში რუსეთის ხელი ურევია“
ოპოზიციის მტკიცებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება საქართველოს ხელისუფლების მიერ არის გაკეთებული. – მეეჭვება, რომ ქართული სპეცსამსახურები ამაში რაიმე ფორმით იყვნენ ჩართული. შინაგან საქმეთა სამინისტროს რაღაც კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ის, რაც მოხდა, საქართველოსთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო. ამიტომაც უნდა მოხდეს ამ საქმის სასწრაფო წესით გამოძიება. საერთაშორისო თანამეგობრობას ბევრი კითხვა გაუჩნდა და ამ კითხვებს პასუხი უნდა […]
ავარია გომთან – დაღუპულია 2 ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევას გომთან 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მერსედესისა და ოპელის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დხმარების ბრიგადამ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო. ნიუპოსტი
,,მაყურებლის სტატუსი“ და ქურდული გარჩევა ხობის ცენტრში – არიან დაჭრილები
,,ნიუპოსტის” ინფორმაციით, ქურდულ გარჩევას ჰქონდა ადგილი წუხელ, ხობში. ადგილობრივი კორესპონდენტის ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება „მაყურებლის სტატუსის“ დანიშვნაზე მოხდა. „ნიუპოსტის“ კორესპოდენტის ცნობით, გ.ხ. ზურგის არეში დაჭრეს და წმინდა ლუკას ცენტრში ჰყავდათ გადაყვანილი, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ის ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მომხდარს ,,ნიუპოსტთან” ადასტურებენ ადგილობრივებიც. მათი ინფორმაციით, დაჭრილია რამდენიმე პირი. როგორც […]
გელა ნიკოლაიშვილი: “ფარმან ჯეირანლიმ თქვა, რომ აფგან მუხთარლი მისი მეგობარია”
კლინიკა “ლანცეტის” დირექტორ ფარმან ჯეირანლის დაპატიმრებასა და ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცებას შესაძლოა ერთი მოტივი ჰქონდეს რა კავშირია აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლისა და კლინიკა “ლანცეტის” მფლობელ ფარმან ჯეირანლის დაპატიმრებებს შორის? იცნობდა თუ არა ჯეირანლი გატაცებულ ჟურნალისტსა და აზერბაიჯანში დაპატიმრებულ ოპოზიციის ლიდერებს? აფინანსებდა თუ არა ჯეირანლი აზერბაიჯანულ ოპოზიციას? – “ახალი თაობის” ამ და სხვა კითხვებს ფარმან ჯეირანლის […]
ბავშვი, რომელსაც დღეს გორში ავტომანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა
10 წლის ბავშვი, რომელსაც დღეს გორში, ჭალის დასახლებაში ავტომანქანა დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბავშვის მდგომარეობა სტაციონარში შეყვანისას მძიმე იყო, მის თბილისში გადმოსაყვანად კატასტროფის ბრიგადაც ჩავიდა, თუმცა ბავშვი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო გარდაიცვალა. ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, მოზარდი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ველოსიპედით მოძრაობდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. ავტომობილის მძღოლი არ მიმალულა. შსს-ს განცხადებით გამოძიება 276 მუხლით არის დაწყებული. […]
კარდენახში ავტოსაგზაო შემთხვევას 80 წლის ქალი ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ავტოსაგზაო შემთხვევას 80 წლის ქალი ემსხვერპლა. ქალი რომელსაც ავტომობილი საკუთარი სახლის შესასვლელთან დაეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, ამავე სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ქალის ცხედარი იპოვეს – მას თან ფული და ქართულ-ინგლისური ლექსიკონი ჰქონდა
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, გარდაცვლილს თან ჰქონდა თანხა და ქართულ-ინგლისური ლექსიკონი. ცხედრის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია ექსპერტიზა. წინასწარი დათვალიერებით გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. imedinews.ge
ქართველი ემიგრანტის, დიანა ბერიძის მკვლელობის დეტალები – უკანონოდ გაკეთებული ოპერაცია
36 წლის ქართველი ემიგრანტის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც უკვე იცით, ქირურგი აღიარებს, რომ დიანა ბერიძე თესალონიკში იპოკრატიოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექსპერტების დასკვნით, მან მოითხოვა პასუხისმგებელი პირი, რომელიც პაციენტის ოპერაციას უხელმძღვანელებდა. მას აღნიშნული ჰქონდა, რომ ქალი ვასკულარული სისტემის პაციენტებში უნდა ჩაეწერათ. შედეგად, წინასწარი გამოძიებით ცნობილია, რომ 16:45 წუთზე ეჭვმიტანილმა ქირურგმა მედდას თხოვნით მიმართა, გასაღები […]
ავარია მცხეთაში _ მიკროავტობუსი ბოძს შეეჯახა, დაშავდა 12 ადამიანი
დღეს ქალაქ მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. სამარშრუტო ტაქსი განათების ბოძს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. 4 პირი მცხეთის “ჯეო ჰოსპიტალში”, 8 კი მცხეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აღენიშნებათ. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე 3 ეკიპაჟი მუშაობდა. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აღენიშნებათ, მათ […]









