კატეგორია: სამართალი

თბილისში ზუგდიდელი ირაკლი უბირია მოკლეს და მტკვარში გადააგდეს

“ნიუპოსტისთვის” თბილისში რამდენიმე თვის წინ მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები გახდა ცნობილი. მოკლულია ზუგდიდელი ახალგაზრდა ირაკლი უბირია. როგორც ირკვევა ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მტკვარში გადააგდეს. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნიუპოსტს“ განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, […]

გორში სახლი დაიწვა

გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში ორსართულიანი სახლი დაიწვა. მომხდარი “პირველს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს. სააგენტოს ცნობით, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას, ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. შემთხვევისას არავინ არ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

ვის არ აწყობს ციანიდის საქმეში სიმართლის დადგენა?!

მეუფე იაკობმა 15 აპრილს, დიდ შაბათს, გარდამოხსნის წესის დროს, ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „ახალ თაობასთან“  საუბარში ამბობს, რომ მეუფე იაკობის განცხადებით გაოცებულია. მისი თქმით, ეპისკოპოსი შენდობისკენ ურჩევს სვლას მამა გიორგის, რაც ძალიან ახლოს არის აღიარებასთან. – მოგეხსენებათ, ქადაგების დროს ადამიანები ყველაფერს უსმენენ და ეს არის […]

ახალციხეში 82 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო _ სასაფლაოდან დაბრუნებულს უთქვამს, მეუღლე მომენატრაო

უბედური შემთხვევა მოხდა ახალციხის მუნიციპალიტეტში. სოფელ არალში 82 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი გუშინ, მეუღლის საფლავზე იმყოფებოდა, დაბრუნებულმა კი თქვა, რომ მეუღლე მოენატრა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ghn.ge

საქართველოს პოლიციამ ესპანეთის მოქალაქე დააკავა

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ესპანეთის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ც.გ.ლ. თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებულისგან 4 შეკვრად დაფასოებული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 56 აბი და 7,19793 გრ კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს […]

ქუთაისში მეზობლებმა ერთმანეთს ესროლეს

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთ ერთმა მათგანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა. შემთხვევა პუშკინის ქუჩაზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მოქალაქე ბუნა ხატოველის განცხადებით, მეზობელმა მისი სახლის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მისივე თქმით, კონფლიქტი მეზობლებს შორის, ხატოველის სახლის გაქურდვით დაიწყო. – დიდი ხანია დაპირისპირება გვაქვს. სახლთან რომ გავიარე ჩემი მეზობელი იარაღით […]

ვასილ დავითაშვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ვასილ დავითაშვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავება თელავის რაიონის სოფელ კისისხევში მოხდა. უწყების ცნობით, მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მისი პირადი ჩხრეკისას მაკაროვის ტიპის პისტოლეტი ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, გარდა გლუვლულიანი სანადირო […]

გორში 23 წლის ბიჭი დედამ ჩამომხრჩვალი იპოვა

გორში გუშინ დილით 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა გამთენიისას საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი, მისმა დედამ იპოვა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე, პოლიციისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე. pia.ge

ქართველი კანონიერი ქურდი, ლაშა ნიჟარაძე, იტალიის მოთხოვნით სერბეთში დააკავეს

იტალიის ხელისუფლების მოთხოვნით, სერბეთში ქართველი კანონიერი ქურდი ლაშა ნიჟარაძე, იგივე “ლაშა წყალტუბსკი” დააკავეს. ნიჟარაძე 2014 წლიდან იძებნებოდა, მას შემდეგ რაც იტალიამ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებზე დევნა დაიწყო. მაშინ ევროპოლმა გრანდიოზული სპეცოპერაცია ჩაატარა მერაბ სუხუმსკის კლანის წინააღმდეგ. სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 13 კანონიერი ქურდი დააკავეს, ასევე _ კრიმინალური სამყაროს 5 ავტორიტეტი. ლაშა ნიჟარაძეს 15 წლით პატიმრობა ემუქრება. […]

ქედაში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა, დაშავებულია 8 ადამიანი

ქედაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 1 მცირეწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო 8 ადამიანი დაშავდა. 4 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინტერპრესნიუსი