გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში ორსართულიანი სახლი დაიწვა. მომხდარი “პირველს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.
სააგენტოს ცნობით, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას, ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
შემთხვევისას არავინ არ დაშავებულა.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

