ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთ ერთმა მათგანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა.
შემთხვევა პუშკინის ქუჩაზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
მოქალაქე ბუნა ხატოველის განცხადებით, მეზობელმა მისი სახლის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მისივე თქმით, კონფლიქტი მეზობლებს შორის, ხატოველის სახლის გაქურდვით დაიწყო.
– დიდი ხანია დაპირისპირება გვაქვს. სახლთან რომ გავიარე ჩემი მეზობელი იარაღით გამოვიდა და ჩემი სახლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. არავინაა დაშავებული, – განაცხადა ბუნა ხატოველმა.

